13 აგვისტო, 2018
"გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია..." - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მის გარეშე
ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და... თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ენერ­გი­უ­ლი და დიდი იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ნა­ად­რევ­მა წას­ვლამ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს დას­წყვი­ტა გული. ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი გიო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა­საც იმე­დი­ა­ნად ებ­რძო­და. სჯე­რო­და, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას და­ა­მარ­ცხებ­და, თუმ­ცა, ეს იმე­დი ამაო აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორ ცხოვ­რობს დღეს გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი და რო­გორ იხ­სე­ნებს მას მე­უღ­ლე - ამა­ზე მუ­სი­კო­სი მაია ჯორ­ჯა­ძე AMBEBI.GE-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ამ­ბობთ:

- მაია, რო­გორ გა­დის დღე­ე­ბი გიოს გა­რე­შე?


- ყვე­ლამ იცის, რომ ერ­თმა­ნეთ­თან 24-სა­ა­თი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა
გვქონ­და, არ ვი­ყა­ვით შორს ერ­თმა­ნე­თის­გან. მისი წას­ვლით კე­დე­ლი ჩა­მო­მე­შა­ლა... სხვა რა ვთქვა?! გიოს გა­რე­შე უკვე იმ­დენ სირ­თუ­ლეს წა­ვა­წყდი, მივ­ხვდი, ცხოვ­რე­ბა არ მცოდ­ნია, მე ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შემ­ხე­ბია. ის ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი (ჩემი და ზუ­კას) გვერ­დის ავ­ლით აგ­ვა­რებ­და. ესეც რომ არ იყოს, გიოს გა­რე­შე ყოფ­ნა მე და ზუ­კას ძა­ლი­ან გვი­ჭირს, ვერ ვე­გუ­ე­ბით და სულ ვე­ლო­დე­ბი, სულ მგო­ნია, რომ მოვა...



- რო­დე­საც მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, რო­მელ­თა­ნაც შემ­დეგ ბრძო­ლა მო­უ­წია, რო­გორ შეხ­ვდა მას? რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში?

- აქეთ გვა­წყნა­რებ­და და მეც მჯე­რო­და მისი, რო­გორც ყო­ველ­თვის. "არ არის პრობ­ლე­მა, მაია, შენ არ ინერ­ვი­უ­ლო" - მე­უბ­ნე­ბო­და. მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ხომ სულ ამ ფრა­ზას მე­უბ­ნე­ბო­და - "შენ არა­ფერ­ზე ინერ­ვი­უ­ლო..." ასე იყო იმ დრო­საც, დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბი­დან - პირ­ვე­ლი­ვე დღეს მამ­შვი­დებ­და. ხომ ვამ­ბობ, თვი­თონ ისე იყო გან­წყო­ბი­ლი, რომ მეც მჯე­რო­და, მარ­თლა მჯე­რო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი... ვერ ვუშ­ვებ­დი, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბო­და...






- გიოს ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი დღე იყო - მისი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი...


- თუ და­მი­ჯე­რებთ, ეგ დღე არ მახ­სოვს, თით­ქოს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლია... ჩემ­ზე იყო მონ­დო­ბი­ლი გიოს გა­მაგ­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ბა­კურ ბა­კუ­რა­ძემ და დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თეს, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მათ! ასე­ვე მომ­ღერ­ლებს, რომ­ლებ­მაც იმ დღეს თა­ვის თავ­ზე ბევ­რი რამ აი­ღეს. არა­ფერ­ში ჩავ­რე­ულ­ვარ. ის კი არა, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ რო­დე­საც ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე კონ­ცერ­ტის და­სა­გეგ­მად მო­ვი­და, გიოს სიმ­ღე­რე­ბი ვერ გა­ვიხ­სე­ნე. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ვა­კე­თებ­დი...

მოკ­ლედ, ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის დღეს, გიოს ფეხ­ზე დად­გო­მა, ჩაც­მა, სცე­ნამ­დე მიყ­ვა­ნა მხო­ლოდ ჩემ­ზე იყო მონ­დო­ბი­ლი, რა­შიც და­მეხ­მარ­ნენ ირაკ­ლი ჭან­ტუ­რია და იკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი. ეგე­ნი რომ არა, ალ­ბათ სცე­ნამ­დე მარ­ტო ვერ მი­ვიყ­ვან­დი. იმ დღი­დან მხო­ლოდ ეს მახ­სოვს, მეტი არა­ფე­რი, იმ კონ­ცერ­ტის ვი­დე­ო­ე­ბიც არ მი­ნა­ხავს... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარა
cremlebis gareshe ver cavikitxe. guli dzalian damcyda . gitanagrdznobt qalabatono maia, vici, rom tqvensavit aravis uchirs mis gareshe yopna. gio dzalian dzvirpasi adamiani iyo da yvelas dzalian gvatkina guli misma udrood casvlam. ufalma natelshi amyopos gios suli.
23:09 / 13-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS