წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომელთა ფიზიკური მსგავსებაც, ძნელია, ყურადღების მიღმა დაგვრჩეს. მსახიობ ია ფარულავასა და ბიზნესვუმენ თეო ფერაძეს წლების მანძილზე ამსგავსებდნენ ერთანეთს, როგორც ამბობენ, ამის გამო ხშირად უხერხულ სიტუაციაშიც
ია ფარულავა და თეო ფერაძე 80-იანი წლების ბოლოდან იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა, სულ რამდენიმე წელია, რაც დამეგობრდნენ. ია და თეო საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდებიან და ისინი ფოტოკამერებს ერთად არა ერთხელ დაუფიქსირებიათ, მათ რამდენიმე წლის წინ ერთობლივი ფოტოსესიაც მოაწყეს, სადაც ერთი სტილი მოირგეს.
ბელა მირიანაშვილი და ციცინო ციციშვილი - როდესაც ამ ორი ულამაზესი ქალბატონის ფოტოს უყურებ, განსხვავება თითქოს შეუძლებელია. მეოცე საუკუნის ორი ულამაზესი ქალის, ბელა მირიანაშვილისა და ციცინო ციციშვილის მსგავსებაზე წლების განმავლობაში მთელი თბილისი ლაპარაკობდა.
მაყურებელს დღემდე ახსოვს ფინალური სცენა თენგიზ აბულაძის ფილმიდან: "სხვისი შვილები", სადაც მატარებლით მიმავალ დეიდა ნატოს უკან ბავშვები მისდევენ და მას ვერ გადაუწყვეტია გადახტეს მატარებლიდან თუ გზა გააგრძელოს. დეიდა ნატოს თენგიზ აბულაძის 1958 წელს გადაღებულ ფილმში ციცინო ციციშვილი ასახიერებს. ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ ამ როლს ფილმში ბელა მირიანაშვილი თამაშობს.
ციცინო ციციშვილი 1936 წელს, თბილისში დაიბადა. ის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა თენგიზ აბულაძემ "სხვის შვილებში" მთავარ როლზე მიიწვია. მან აღნიშნული როლი შესანიშნავად ითამაშა და ოთარ კობერიძეს არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწია.
ამის შემდეგ ის ლანა ღოღობერიძემ გადაიღო დაფინოს როლზე, ფილმში "ერთი ცის ქვეშ", ნოველაში "თავადის ქალი მაია" 1961 წელს. წლების შემდეგ კი ციცინო ციციშვილი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში "ცხელი ზაფხულის სამი დღე" გამოჩნდა, მას პროფესიული სამსახიობო განათლება არ მიუღია.
ბელა მირიანაშვილი პირველი მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლას ქორეოგრაფიულ სასწავლებელში აგრძელებს, 4-წლიანი სწავლის შემდეგ კი თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ხდება. მეორე კურსიდან იღებენ კინოში. ქართულ კინოში 6 როლი შეასრულა, საიდანაც გამორჩეულია ფილმები: " საბუდარელი ჭაბუკი", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", უდიპლომო სასიძო" და ა.შ პარალელურად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ბელა მირიანაშვილი გახლდათ მსახიობ კახი კავსაძის მეუღლე, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვეღარ შეძლო თეატრსა და კინოში მოღვაწეობის გაგრძელება.
მაკა ასათიანისა და ეკა ბალანჩივაძის ფიზიკური მსგავსება აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. იყო დრო, როდესაც მაკა ასათიანს თავისი მოდის სახლი ჰქონდა, ქმნიდან კოლექციებს და სხვადასხვა წვეულებასაც ხშირად ესწრებოდა. დღეს ის ევროპაში ცხოვრობს და საქართველოსაც ხშირად სტუმრობს, თუმცა, ინტერვიუებისგან თავს იკავებს.
დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე Instagram-ის აქტიური მომხმარებელია, ხშირად ათავსებს ფოტოებს, სადაც მისი და მაკა ასათიანის მსგავსება განსაკუთრებით ჩანს.
ზაურ მირიანაშვილი