10 აგვისტო, 2018
რაც არ ეპატიება "მგზავრებს" და "ერისიონს", ეპატიება "ბასიანს" ანუ ქართული ორმაგი სტანდარტის ახალი ეტაპი
14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ საქართველოდან მოსკოვში ოთხი მუსიკოსი გაემგზავრება, სამი მათგანი კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეია. ZESKNEL (ზუკა ბაბუნაშვილი), Mercurrio (დიტო ჩიქოვანი), Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი). ასევე, მოსკოვში გაემგზავრება კიდევ ერთი ქართველი არტისტი - Zurkin.

არ ვიცი "ბასიანელებმა" რატომ გადაწყვიტეს მოსკოვში წასვლა, დარწმუნებული ვარ, კონცერტს პუტინი არ გახსნის, სიტყვებით - მოდით, დავიწყოთ ბოდიშით. არც "ტროას ცხენის" ეფექტის მოლოდინი მაქვს ამ მუსიკოსების მოსკოვში ჩასვლით. არც FBI-ს
ფარული ზრახვა და მოსკოვის თავისუფალი სულით მოწამვლის მცდელობა მგონია ეს ამბავი.

სიმართლე ვთქვა, მუსიკოსების "გაპრავება", რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორები მოსკოვის ოფიციალურ პოლიტიკას ემიჯნებიანო, ნაკლებად მისაღებია ჩემთვის და მარტივად ავხსნი რატომ - რუსეთში რომ დიქტატურაა, მაგაზე "ბასიანიც" თანხმდება და თუ კი სადმეა, "შამქორიც".

დიქტატურის რეჟიმის დროს ყველაფერს "დიდი ძმა" აკონტროლებს (მხოლოდ იატაკქვეშ თუ მოახერხებენ რაიმეს გაკეთებას "დიდი ძმის" გაუგებრად), შესაბამისად, რთული დასაჯერებელია, რომ ამხელა ფესტივალს პუტინთან დაპირისპირებული ხალხი ატარებს მოსკოვში, თუნდაც ასე იყოს, ის ათასობით ადამიანი, ვინც კონცერტს დაესწრება, ყველა ემიჯნება პუტინის პოლიტიკას?! დარწმუნებული ვარ ბევრი იქნება, ვისაც ოკუპაციაც და საქართველოც ფეხებზე ჰკიდიათ, ჰოდა ასეთი ადამიანებისთვის დაკვრა, ცოტათი მაინც არ ტეხავს?!

"ერისიონის", "მგზავრების" და სხვათა კონცერტებზე სახეს იხოკავს ერი და რატომ ვბრაზობთ, მათ კონცერტებსაც ესწრება ის ხალხი, ვისაც არ მოსწონს პუტინის პოლიტიკა, ჰოდა იმათ უმღერიან. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS