მიზეზად სხვადასხვა საკითხი სახელდებოდა, თუმცა, ხაბურზანიას და ჯაფარიძეს ამ საკითხზე კომენტარი აქამდე არასდროს გაუკეთებიათ. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი მეგაშოუების შემქმნელებმა ტელეკომპანია „იმედიც“ დატოვეს.
დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ამ
- რადგან ამ თემაზე აქამდე არასოდეს გისაუბრიათ, დავიწყოთ „რუსთავი 2“-ით. ერთი წლის წინ, თქვენი ჯგუფის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - დატოვეთ არხი და გადახვედით კონკურენტ ტელეკომპანიაში, რატომ?
დემნა ჯაფარიძე: ბევრი პრობლემა არსებობდა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ის დრო უკან თუ დაბრუნდება, ზუსტად ისევე მოვიქცევით, როგორც მაშინ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ „რუსთავი 2“-ში გვერდზე დავუდექით ადამიანს, რომლისგანაც შემდეგ, მთელი წელი ვისმენდით იმას, რასაც ვისმენდით. ყველამ ყველაფერი კარგად იცის... სხვებთან ერთად ჩვენ ვიყავით გადამწყვეტი ძალა, რომელიც არხის ხელმძღვანელობის გვერდით დადგა კრიტიკულ მომენტში, მაგრამ მაშინ, როცა უკვე ბრენდირებული, რეიტინგული და შემოსავლიანი გახდა არხი, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ეს ყველაფერი მისი და ვიღაცეების გეგმების მიხედვით უნდა შეგვეჩერებინა. ორი-სამი თვე ვიბრძოდით ჩვენი პრინციპების გასატარებლად, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ და წამოვედით. ჩვენ იმ ხალხს გვერდით დავუდექით და მერე რაც მოხდა, გულდასაწყვეტია.
ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება - ჩვენ დავტოვეთ არხი, რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და მერე რაც მოხდა, ეს უკვე ტრაგიკომედიაა - ძვირად დაგვიჯდა ეს ორი წელი, აღვირახსნილ შეურაცხყოფებს ვისმენდით. რა უნდა ვუპასუხო იმ ხალხს, რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს? განაგრძეთ კითხვა: