02 აგვისტო, 2018
ვინ არის მაშველი, რომელმაც დღეს 11 თვის ჩვილი გადაარჩინა
რამდენიმე საათის წინ, თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, შემთხვევის შედეგად, 30 კვ/მეტრი ფართობი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა ხალხის ევაკუაცია ცეცხლმოკიდებული სახლიდან დროულად მოახერხეს.

სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მაშველს ცეცხლმოკიდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოჰყავს.

დღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 24 წლის თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.

ალექსანდრე სამაშველო სამსახურში 19 წლიდან მუშაობს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gio
გენაცვალე კაცობაში
18:24 / 02-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS