02 აგვისტო, 2018
ცნობილი ქართველები, რომლებიც თავიანთ ორიენტაციას არ მალავენ
განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ხშირად უჭირთ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, ამიტომ ხშირად თავიანთ პირად ცხოვრებას ასაიდუმლოებენ.
ბოლო დროს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები შედარებით უფრო უშიშრად და თამამად ალაპარაკდნენ პირად ურთიერთობებსა და ორიენტაციაზე.

გთავაზობთ 5 ცნობილ ქართველ ადამიანს, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ორიენტაციას.

Rating

კესარია აბრამიძე პირველი ტრანსგენდერია საქართველოში, რომელიც თავის ორიენტაციაზე ალაპარაკდა. ბავშვობაში თურმე ძალიან უყვარდა თოჯინებით თამაში, კაბების ჩაცმა და პარფიუმერია.

კესარიამ თბილისში ჩამოსვლისთანავე შეიცვალა სახელი, მოგვიანებით მკერდის ოპერაციაც გაიკეთა.
კესარიას უამრავი მამაკაცი ეტრფის, თუმცა, მისი გული თითქმის
ორი წელია, დაკავებულია.





ანასტასია პირველი საზოგადოებამ „ნუცას სკოლის“ მეშვეობით გაიცნო. შეიძლება, ბევრი თქვენგანი ვერც კი ხვდება, რომ ეს მშვენიერი გოგონა ის არის, რომელიც პირველ მუსიკალურ პროექტში მათი ფავორიტი ირაკლი სირაძე იყო.
რამდენიმე თვის წინ, კესარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ანასტასიას ვიდეო, სადაც ის „ლამპიონებს“ მღერის. სიმღერა სოციალურ ქსელში პირველივე წუთებიდან აიტაცეს.

ამან გამოიწვია ჟურნალისტების დაინტერესებაც, თუმცა, ის პრესასთან ”ნუცას სკოლაზე”, ირაკლი სირაძეზე და საერთოდ, წარსულზე არ საუბრობს.





გიორგი ქისტაური საზოგადოებამ სოც. ქსელის დამსახურებით გაიცნო, ის ხშირად იღებდა პაროდიებსა და სხვადასხვა იუმორისტული ტიპის ვიდეოებს, ცოტა ხნის წინ გიორგიმ სახელი შეიცვალა, ის ლიზა ქისტაური გახდა და საქართველოდან წავიდა.

გიორგი საკუთარ ორიენტაციაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობს. სულ ცოტა ხნის წინ, მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეყვარებულს დაშორდა.

Rating

ნიკა ჭავჭავაძე “სხვა რაკურსის” ყოფილი ჟურნალისტი ანდორას პირველ პირს შეუყვარდა. ნიკამ ბოიფრენდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტს დაემუქრნენ კიდეც, რომ მოკლავდნენ.
მისი რჩეულის სახელი პერე ლოპეს-აგრასია, ნიკას და პერეს ურთიერთობა უკვე თითქმის ორ წელს ითვლის.

Rating

არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ" საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით შუბლაძემ ამერიკაში თავის ბოიფრენდთან ერთად ჩოხით იქორწინა. ამან დიდი აგრესია გამოიწვია საზოგადოებაში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მერაბი
ფუ, ამათი!
15:54 / 07-08-2018
გამოხმაურება / 0 /
Georgia
რა ეღირსა ქართულ ჩოხას?! იფ-იფ იფ!!! რას ინატრებდა კაცი უკეთესს?!
14:41 / 03-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ფუუუ
ამერია გულიიი!!!
20:03 / 02-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS