30 ივლისი, 2018
"ქალი ყვიროდა, საფულე წამართვესო.... ლუკა მძარცველს გაეკიდა..." - ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც სხვისი დახმარებისას ქუჩაში დაჭრეს
რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისან­ში ძარ­ცვის ფაქ­ტი მოხ­და - ორი პირი ქალს და­ეს­ხა თავს და სა­ფუ­ლე გას­ტა­ცა. ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რაც გა­ირ­კვა, რომ მძარ­ცვე­ლის და­კა­ვე­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გამ­ვლე­ლი - 26 წლის ლუკა ლო­რია შე­ე­ცა­და. იგი არას­რულ­წლო­ვან­მა მძარ­ცველ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დაჭ­რა.

პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა, ლუკა ლო­რია კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს.

26 წლის ლუკა კლი­ნი­კა­ში დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე
გავ­რცელ­და, იქამ­დე კი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის დე­დამ - ლალი ლო­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი და­წე­რა:



"მე ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო ვალი მო­ვი­ხა­დე" - ლუკა ლო­რია. "შენ უფრო მეტი გა­ა­კე­თე, მა­გა­რი ბიჭი ხარ" - გი­ორ­გი გა­ხა­რია.

აქამ­დე ჩემი სას­წა­უ­ლი გან­საც­დე­ლი მტან­ჯავ­და და იმა­ზე არც მი­ფიქ­რია რა გა­ა­კე­თე ლუკა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ და ჯერ წინ გვაქვს მე­ა­მა­ყე­ბი შვი­ლო! გული მწყდე­ბა, რომ მა­მა­შე­ნი ვერ მო­ეს­წრო... იმ დღეს ვფიქ­რობ­დი, ბედ­ნი­ე­რი გოჩა ამ გან­საც­დელს აა­ცი­ლა ღმერ­თმა­თქო, დღეს კი მე­ცო­დე­ბა, ია­მა­ყებ­და შე­ნით. შენ მისი გაზ­რდი­ლი ლუ­კი­ჩა ხარ, სულ რომ მე­უბ­ნე­ბო­და: ლალი, შენ კი­დევ არ იცი რა შვი­ლი გყავ­სო " - წერს ლალი ლო­რია.

AMBEBI.GE და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლუკა ლო­რი­ას დე­დას, ქალ­ბა­ტონ ლა­ლის და­უ­კავ­შირ­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, პირ­ველ რიგ­ში, გვი­თხა­რით რო­გო­რია ახლა ლუ­კას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ახლა გა­მო­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, ორი დღეა, არც კი დავმჯდარ­ვარ. ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად არის.

- სად აქვს ლუ­კას ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი?

- ორი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ნით. მუც­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არის დაჭ­რი­ლი, და­ზი­ან­და ნაწ­ლა­ვე­ბი. ექი­მებ­მა გა­უჭ­რეს მუც­ლის თეთ­რი ხა­ზიც, რათა გა­მო­რი­ცხუ­ლი­ყო სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბიც.

- რა გი­ამ­ბოთ ლუ­კამ, რა მოხ­და?

- ლუკა და მისი მე­გობ­რე­ბი მე­გობ­რის ცო­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ოდ­ნენ. ეს მისი უბა­ნია და აქვე და­უ­ნა­ხავს, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სუ­ლა ქალი, რო­მე­ლიც ყვი­რო­და სა­ფუ­ლე წა­მარ­თვე­სო. თავ­დამ­სხმელს ცის­ფე­რი მა­ი­სუ­რი ეცვა და ლუკა მას გა­ე­კი­და. როცა და­ი­ჭი­რა და წა­არ­თვა სა­ფუ­ლე, სწო­რედ ამ დროს დაჭ­რა თავ­დამ­სხმელ­მა, და­ე­ცა და ძმა­კა­ცებს უთხრა დამ­ჭრაო... პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS