კრისტი ყიფშიძის და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია, შეიძლება ითქვას, მუცლად ყოფნიდანვე ყურადღების ცენტრშია. კრისტი ორსულად იყო, როცა პოდიუმზე გამოვიდა. ნატალია ახლა თინეიჯერობის ასაკშია და საკმაოდ აქტიური გოგონაა.
"ნატალია თინეიჯერია და მოგეხსენებათ,
ნატალიას ჯიუტი ხასიათი აქვს. შეუძლია, ყოველდღე წავიდეს გასართობად, რაზეც მე პრეტენზიები მაქვს. ასევე ვეუბნები დროულად დაიძინოს, სწორად იკვებოს, ვერ ხვდება, რომ ეს მისთვის აუცილებელია. სხვა მხრივ, არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს. დადის მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი მიდის და სულ ვიცი, რას აკეთებს. თავადაც ყურადღებიანია, ყოველთვის მეუბნება სად არის, ტელეფონი თუ დაუჯდა, სხვისგან მწერს მესიჯს.
ჰოროსკოპით ლომია და ლიდერი ხასიათი აქვს, თან ბავშვობიდან ყურადღების ცენტრშია და ჰგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხშირად მოჰყავს ჩვენთან მისი მეგობრები, ყველას ვიცნობ და ძალიან კარგი ბავშვები არიან. მე და დედაჩემი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ნატალიას.
- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ აპირებდა სასწავლებლად წასვლას. რას გეგმავს სამომავლოდ?
- სკოლას როცა დაამთავრებს, საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. თუმცა, რაზე ჩააბარებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მე უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი პროფესიით ერთი საათიც არ მიმუშავია, ვნახოთ რა იქნება.
მომღერალი ვერიკო ტურაშვილი 20 წლის ასაკში დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაქვრივდა. ლიზი ბერუჩაშვილის გაზრდაში ვერიკოს დედამთილი ეხმარება.
- ლიზა თინეიჯერია, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ სახლიდან გაქცევები და მსგავსი კონფლიქტი ჯერ არ გვქონია. რაღაც პერიოდი ძალიან რთულად იყო ყველაფერი, მაგრამ ახლა დამშვიდდა. თვითონვე აღიარა ცუდად რომ იქცეოდა. ყველაფერზე ვკამათობთ. რამეს როცა ვეტყვი, ჯერ მეწინააღმდეგება და ნახევარ საათში ზუსტად ისე აკეთებს, როგორც მე ვეუბნები. ფეხების ბაკუნი ჩვევია.
- ბიჭებს ეპრანჭება უკვე?
- ბიჭების ამბავში მე მგავს, სანამ არ გავთხოვდი ბიჭისკენ არც გამიხედია. არ იპრანჭება საერთოდ. ძალიან მგავს, საერთო ჯამში. რაც შეეხება მისი პირადი ფეისბუქის ან ტელეფონის გაკონტროლებას, არ ვარ ის მშობელი, რომელიც შვილის მესიჯებს აზის. მე ყოველთვის ვიცი, სად არის, ვისთან მეგობრობს და ა.შ. ისიც იცნობს ჩემს მეგობრებს, ხშირად დავდივართ ერთად და როცა ჩემი მეგობრები ჩემთან მოდიან, ძილის ბოლო წვეთამდე ჩემთან ერთად ზის და გვისმენს.
მომღერალ ნინო ჩხეიძეს ერთი შვილი ჰყავს. მარიკო თითქმის ყველა ბავშვს უყვარს, რადგან მისი სიმღერა „გზაზე მიდის კურდღელი“ ძალიან პოპულარულია. გოგონა უკვე თინეიჯერია და მის რთულ ხასიათს ძირითადად დედა - ნინო ჩხეიძე უმკლავდება, რადგან მამა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.
- მარიკო პრობლემური ბავშვი არ არის, თუმცა, თავისებური ხასიათი აქვს. ძალიან ჰგავს თინეიჯერ ნინო ჩხეიძეს. როგორც მე მიყვარდა პრანჭვა, ისე უყვარს მარიკოსაც. მეც დამჯერი ბავშვი ვიყავი და მარიკოც ასე არის. ერთადერთი, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენება, არის მისი მუსიკალური გემოვნება. უცნაურ რაღაცეებს უსმენს. განაგრძეთ კითხვა: