მას შემდეგ, რაც იუნა შაფათავა ნიუ-იორკში გადავიდა, მისი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდი მოინახულა. თურმე, სასტუმროში, სადაც ის გაჩერდა, ცხოვრობდნენ მერილინ მონრო და ჯეიმს დინი, თუმცა, არჩევანი ამ უკანასკნელის უბრალო ოთახზე გააკეთა.
იუნა სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილებისთვის არა ერთ სტუდიაში და სააგენტოში იყო, თუმცა, საბოლოოდ, სიუზან ბატსონის სტუდიაში იპოვა თავისი ადგილი. სიუზანი ნიკოლ კიდმანის, ჟულიეტ ბინოშისა და ბევრი სხვა ვარსკვლავის პედაგოგია.
“ სიუზანთან თითოეული გაკვეთილი ლეგენდარულია და სერიოზული მუშაობა საკუთარ თავზე.
რაც შეეხება მუშაობას კინოში, მან ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში, სამუშაო დასახელებით "ბრაიტონი4", ფილმის დამდგმელი ოპერატორი ფედონ პაპამიქაილი, ოსკარის მფლობელია - “იცით, რა შეგრძნებაა, როდესაც იცი, ასეთი ბრწყინვალე დონის პროფესიონალი გიყურებს ობიექტივში? შეუდარებელია. დარწმუნებული ხარ, რომ კადრი იქნება უზადო და შენ - აუცილებლად ლამაზი..”. “ბრაიტონი4" შემოდგომაზე გამოვა.
როგორც თავად იუნა ამბობს, ის თეატრის მსახიობი არაა, თუმცა, უკვე სცენაზე დგომის გამოცდილებაც საკმარისად დაუგროვდა. დეკემბერში Theatre for the New City-ის რეპეტიციები ჰქონდა, სხვა პროექტის გამო გამოვიდა.
ახალი სპექტაკლი ჰოლივუდის ვარსკვლავის ჰაიდი ლამარის ცხოვრებაზეა. სცენარის რეჟისორი ქალია - დიმიტრია დანიელსი.
“განსაკუთრებით ის მომწონს, რომ უნივერსალი ჰქვია მსახიობს - რასაც სულ ვამბობდი: როდესაც მსახიობი მღერის და თან ცეკვავს, ის უნივერსალია. ამიტომ სიამოვნებით ვმღერი. საღამოს სხვადასხვა სახის პერფორმანსები კლუბებში და სხვადასხვა სცენაზე (ამას აქ gig ჰქვია), თან საკუთარი თავის გამოჩენის, თან დამატებითი რეპეტიციის შესაძლებლობაა.
"ეს არის off-broadway დადგმა, მაგრამ არანაკლენ მნიშვნელოვანია ჩემთვის მონაწილეობა.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფილმი სამუშაო დასახელებით "მოულოდნელი სტუმარი", სადაც მგონი ყველაზე საინტერესო როლი შემხვდა. რეჟისორი სტივენ დი ლაურო.
სხვათა შორის, შემდეგი მისი ფილმი ჩემ ხასიათზე აეწყობა - ეგ შენი ეროტიკა კომედიად უნდა ვაქციოთო, იმიჯს რაც შეეხება - მგრძნობიარება, ეროტიკა ძალიან მაღალ დონეზეა. მაგრამ როდესაც ყველა გახდილია, მინდება, მაქსიმალურად ჩაცმული ვიყო.“
მსახიობს ოჯახის წევრების მონატრების გრძნობა და ნოსტალგია სიახლეებისა და მუდმივი ცვლილებები უნარჩუნებს. მიუხედავად დიდი არჩევანისა, იუნა ბავშვობის ოცნების, ჰოლივუდის ერთგული რჩება.
“იქამდე კი, მაქვს მიზანი, რომელზეც ვმუშაობ და მუშაობის ყოველი წამი, ამ მიზანთან მაახლოვებს. მე გამოვიწვიე თვითონ ჩემი თავი, იმედია, ამერიკა დააფასებს ჩემს საუკეთესო ზრახვებს და ერთმანეთს დავეხმარებით საუკეთესო შედეგებისთვის. ეს self-made შეგრძნება მსიამოვნებს, ჩემით, სულ ჩემით და მარტო რომ ვარ ამ მუშაობაში, მაგრამ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ყველა მცდელობა, ეძღვნება ჩემს განუმეორებელ სამშობლოს და ხალხს, ძალიან მინდა, ოცნების ახდენა ჩემს მაგალითზე მეტმა ადამიანმა დაიჯეროს და ოცნებების ახდენის რეალური ფაქტი გავხდე”, - ყვება იუნა თავის კარიერაზე.