13 ივლისი, 2018
+40 ტოპ 5 ქართველი ქალი, ვის სილამაზესაც დრო ვერ შლის
“ELLE”-ს მიერ გამოქვეყნებულმა 54 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოებმა კვლავ ტრიუმფალური ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია სექსსიმბოლო. მსოფლიო აღფრთოვანებულია იტალიელი მსახიობის უბერებელი სილამაზით. reitingi.ambebi.ge გთავაზობთ ქართველი ქალების ხუთეულს, რომელთა სილამაზეს დრო ისევე ვერ შლის, როგორც მონიკა ბელუჩის სილამაზეს.

1. ია ფარულავა

მსახიობი 51 წლისაა და კვლავ თვალის მომჭრელად გამოიყურება. იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. ია ფარულავამ „ნანუკას შოუში“ წამყვანს კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა სილამაზის შენარჩუნებას 50 წლის ასაკში, უპასუხა: "ეს შენ ამბობ, რომ 50 წლის ვარ,
მე კი ვამბობ, რომ ვარ 39 წლის. მე 39 წლის ვარ და შემდეგი 100 წელი ასაკი არ მომემატება"...




2. სოფო თავართქილაძე

რეზი არველაძის მეუღლის, თეონა თავართქილაძის დაა, ის ფეხბურთის ფედერაციაში იყო დასაქმებული. სოფოს აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, დრო გადის, მისი სილამაზე კი უცვლელი რჩება.

Rating
Rating

3. მაკა ასათიანი
ლეგენდარულად ლამაზი, მომხიბლავი და ეშხიანი ქალია. საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს უკვე რახანია ღირსეულად ატარებს და დრო ვერაფერს აკლებს.



4. დალი ჩიტალაძე

ყველას აინტერესებს, როგორ ახერხებს, გამოიყურებოდეს მუდმივად ბრწყინვალედ. ერთ-ერთ ინტერვიუში დალიმ სილამაზის ფორმულაზე ისაუბრა, მან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ ინერვიულონ და ბევრი ივარჯიშონ.


5. ლეილა ყიფიანი
უფრო მეტი, ვიდრე უბერებელი სილამაზე - აქ საქმე უკვდავ სილამაზესთან გვაქვს. ცისფერთვალება გოგონა, რომელმაც ნოდარ დუმბაძის ხატია გააცოცხლა, ყოველთვის დარჩება ქართული სილამაზის სიმბოლოდ.
Rating
Rating
მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მარმარო
ლეგენდარული არა ღვთიური,უბრალოდ ლამაზი,იტყვით ხოლმე რაღაცას,მეტი საქმე არ გაქვთ?
10:55 / 17-07-2018
გამოხმაურება / 0 /
...
ამ თავართქილაძის ნახევარი რეზის ცოლსაც რომ მისცემოდა, ხომ შეიძლებოდა? ბუნება მხოლოდ ერთზე რომ დააბერტყავს ხოლმე სილამაზესაც და გონსაც....
00:11 / 17-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელე
ლეილა ყიფიანია აქედან ყველაზე ბუნებრივი. ყველა დანარჩენს პლასტიკური აქვს გაკეთებული. ია ახლა უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო. მაკა და მისი ბიძაშვილი კი ახალგაზრდობაში უკეთესები იყვნენ.
23:41 / 16-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ქ. ლიკა ქავჟარაძე რატომ დაივიწყეთ?..
01:14 / 16-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ლეილა ყიფიანს განსაკუთრებული ,თბილი სილამაზე აქვს.
13:28 / 15-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ზასტაველი
გარეგნული სილამაზე გაზაფხულის თოვლივითაა,უცებ ქრება,მთავარია შინაგანი,სულიერი სილამაზე - ყველა ადამიანში,მაგრამ განსაკუთრებით ქალებში,რომლითაც სამწეუხაროდ ბევრი ვერ დაიკვეხნის,მიუხედავად ამისა მინდა ვაღიარო,რომ ძალიან მიყვარს ლამაზი ქალები,თითქოს ვდნები მათ რომ უყურებ და მინდა ყველა ჩემი იყოს,ვფიქრობ ეს ჩემი მორიელობის ბრალიაა........
11:41 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
rusa
დალი ჩიტალაძე მგონი ზედმეტია ამ სიაში. უბრალოდ სიმპათიური მოვლილი ქალბატონია. ლეილა ყიფიანი ადრე მართლა ლამაზი იყო, ახლა ასაკი ძალიან ეტყობა.
17:50 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
კარგით რააა
ია ფარულავა და დალი ჩიტალაძე თუ სილამაზის ეტალონებია არიან და რაღა მეთქმის :) სახეზე ნაოჭების არ ქონება არ ნიშნავს ლამაზს: ეს პირველ რიგში გენეტიკის და შემდეგ მუდმივად თავის მოვლის (როცა სხვა საქმე არ გაწუხებს და ფინანსებიც გიწყობს ხელს) დამსახურებაა!!!!!!!!!!!!
16:52 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS