სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ''რეიტინგში'' ამ თემასთან დაკავშირებული ახალი რუბრიკა შემოგთავაზოთ. ალბათ, ეს კითხვები ბევრ თქვენგანს გაგჩენიათ მაშინ, როდესაც ტელევიზიით მათი
პირველ თემად ტანსაცმლის მაღაზიები და რესტორნები ავირჩიეთ. ცნობილ ადამიანებს შევეკითხებით, სად იძენენ ტანსაცმელს და რომელ რესტორანს სტუმრობენ ყველაზე ხშირად. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ პასუხებს დავაჯამებთ და გამოვავლენ
მაია ასათიანი:
- როგორც იცით, ჩემს ჩაცმულობაზე გადაცემაში ავთანდილი ზრუნავს. რაც შეეხება ყოველდღიურ ჩაცმულობას, კონკრეტული ბრენდის ტანსაცმელს არ ვატარებ. რაც მომეწონება და უფრო პრაქტიკულია, იმას ვირჩევ. არ მიყვარს ტანსაცმლის გაფეტიშება და დიდი თანხის გადახდა, რადგან როგორი ხარისხიანიც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც ფუჭდება. ტანსაცმლის შესაძენად ბოლო დროს უფრო ''თბილისი მოლში'' მივდივარ.
- ჯინსს რომელ მაღაზიაში იძენ?
- ჯინსი ყველაზე მეტად მაქვს ამოჩემებული. რამდენჯერმე ვცადე და გადაცემაშიც მეცვა, თუმცა ამ დროს მაინც მაყურებლის აზრს ვითვალისწინებ. მათ უფრო მოსწონთ, როცა კლასიკური სტილის კაბები მაცვია. ჯინსზეც ასე ვარ, სადაც მომეწონება, იქ ვიძენ, მთავარია, ტანზე მომერგოს.
- ბაზრობაზე თუ შეგიძენია ტანსაცმელი?
- კი, როგორ არა. ლილოს ბაზრობაზეც შემიძენია და შემდეგ იგივე რაღაც ელიტურ მაღაზიაში მინახავს, მაგრამ ათჯერ მეტი ღირდა. ადამიანების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ბაზრობებზე უარს ამბობენ. თუ ვიცი, რომ იქ რაღაც ხარისხიანი და კარგი იყიდება, მივდივარ და ვიძენ.
- რესტორნებზე რას გვეტყვი?
- რაც შეეხება რესტორნებს, ვერ მოგატყუებთ, რადგან ხშირად არ დავდივარ. ამოჩემებული არც ერთი რესტორანი არ მაქვს. დედაჩემის სახლის წინ არის კაფე ''კანაპე'' და როდესაც საქმიანი შეხვედრა მაქვს, მეგობრის ნახვა ან ჩაის, ყავის დალევა მინდა, ყოველთვის იქ მივდივარ.
- ხინკალს რომელ რესტორანში მიირთმევ?
- ხინკალი მართლა ძალიან მიყვარს და ბევრ რესტორანში მიჭამია, დიდი მოქეიფე არ ვარ და მიჭირს ამ შემთხვევაში გამორჩევა.
ზუზუ ბეჟაშვილი:
- ტანსაცმელი ძალიან რთული თემაა ჩემთვის. ვერ გეტყვით, რომ შოპინგებზე საზღვარგარეთ დავდივარ, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი მეგობრები ხშირად დადიან და ის ტანსაცმელი ჩამოაქვთ, რაც მე მომწონს და არა ის, რაც თავად მოსწონთ (იღიმის). ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ქალბატონების მაღაზიაში კაცის ხაზი არ აქვთ. ხშირად მომწონებია ქალის ტანსაცმელი, რაც დახლებზე დევს და სიამოვნებით შევიძენდი იმავე სტილს, ოღონდ კაცისას.
- ბაზრობაზე თუ შეგიძენია ტანსაცმელი?
- არ ვტიპობ, მაგრამ ძალიან ბევრი წელია, ბაზრობაზე არ ვყოფილვარ. ბოლოს გარდატეხის ასაკში ვიყიდე ბაზრობაზე ტანსაცმელი (იცინის).
- რესტორნებზე რას გვეტყვი?
- რაც შეეხება რესტორნებს, ამ მხრივ გამორჩეული ადგილი არ მაქვს. წინასწარ არასოდეს ვიცი, სად მინდა წასვლა. ძალიან მიყვარს აბაშიძეზე მდებარე ფრანგული რესტორანი. ყველაზე ხშირად იქ დავდივარ, თან ჩემს სახლთან ახლოს არის. ასევე მიყვარს მცხეთისკენ ღია კაფეები, ზუსტად არ ვიცი, იმ ადგილს რა ჰქვია.
- რესტორანში, გარდა გემრიელი საკვებისა, კიდევ რას ანიჭებ უპირატესობას?
- პერსონალს... მთავარია გამიღიმონ, მეტს არაფერს ვითხოვ. იმიტომ მომწონს ფრანგული რესტორანი, რომ გოგონები ჯანმრთელად მიღიმიან. გვიყვარს ერთმანეთი მე, მიმტანებს, მენეჯერს... ხალხთან ახლოს არიან (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''