სიის სათავეში, ბუნებრივია, ანუკი არეშიძე მოხვდა.
ანუკი არეშიძე
ანუკი ყველაზე ცნობილი ქართველი გოგონაა. მის მიერ შექმნილი ბრენდის "ანოუკის" სამოსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე კახა კალაძე, თბილისის მერი გახდა, ანუკის
ელენე მახარაშვილი
23 წლის მოდელი, ელენე მახარაშვილი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არის Urban Outfiters, Topshop, ასევე ქართულ ბრენდებთან. ელენე ერთი წლის წინ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეზე დაქორწინდა. წყვილი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს.
სალომე ბეზერაშვილი
სალომე Chaos Concept Store-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. აქ შეგიძლიათ ისეთი ბრენდების ნახვა, როგორებიც არის Alexander Wang, Ambush, GCDS და სხვები.
ნინი ნებიერიძე
ნინი ნებიერიძე Chaos Concept Store-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ორი შვილის დედა ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ნინა ზარქუა
დიზაინერი და მოდის სახლ "ნინა ზარქუას" დამფუძნებელი, ნინა ზარქუა ხშირად ხვდება საუკეთესო სტრიტსთაილის მქონე ადამიანების რიცხვში მოდის კვირეულების დროს. ნინას მიერ შექმნილი აქსესუარები და ფეხსაცმელი მთელ მსოფლიოში პოპულარულია.