12 თებერვალი, 2014
თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის
ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს მსახიობი თინა მახარაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან'', რომელშიც თამუნას როლს თამაშობდა. სერიალის შემდეგ ბევრ საინტერესო საქმეს შეეჭიდა და დღესაც ძალიან დაკავებულია. რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა პარიზიდან, სადაც დაასრულა მუშაობა ფრანგი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმზე ''თბილისი პატარა თეატრი''. ეს გახლავთ ერთ-ერთი ადამიანი იმ ჯგუფიდან, რომლის მიწვევითაც ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკის ნაცვლად სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში
გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ზემოხსენებული რეჟისორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, შეხვდა თინას და შესთავაზა მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გადაღება, რომელშიც მისი პერსონაჟი ხსნის ფაბულას და მაყურებელს გმირებს აცნობს.

ამჟამად თინა მუშაობს სპექტაკლზე, რომელსაც გიორგი არაბული დგამს, დეტალების გამხელისგან კი თავი შეიკავა. მისი საქმიანობის ნუსხას 2 წლის წინ ხელნაკეთი ტანსაცმლისა და ნივთების სახელოსნო დაემატა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხდება სამოსის მოხატვა. თავიდან ეს იყო უფრო ფერწერა ტანსაცმელზე, მაგრამ თანდათან გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მუშაობენ სამკაულებზე და ქმნიან ახალ ხაზს. თინას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ქართველები ტრადიციების მიმდევარი და სტერეოტიპული ხალხი ვართ...
- საშინლად სტერეოტიპული და ფუნდამენტალისტები ვართ ქართველები... ჩვენი პრობლემა არის უკიდეგანო ფანატიზმი, ჩვენ ვაფეტიშებთ ყველაფერს, რელიგიური საკითხებიდან დაწყებული, პოლიტიკური თემებითა და პირადი ინტერესებით გაგრძელებული, და ამას დასასრული არ აქვს. დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით ცხვირს ყოფს სხვის ცხოვრებაში, საქმეებში, პირად ინტერესებში და აქ ჩვენ არ გვაქვს კეთილი ნების ცნება. საქართველოში კეთილი ნების დეფიციტია, ყველა ცდილობს, მოგახვიოს თავისი აზრი, ჩაიჭრას შენს ცხოვრებაში. დიდი გულისტკივილით მინდა, ხაზი გავუსვა 17 მაისის ამბებს, სადაც 17-20 პირს ათიათასობით ადამიანმა აუკრძალა სიყვარული. სიყვარულის უფლების წინააღმდეგ გაილაშქრა სრულიად სამღვდელოებამ და ერმა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინოა.
- თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დაპირისპირების მიზეზი არატრადიციული ურთიერთობები და სიყვარული იყო...
- რას ნიშნავს არატრადიციული და ტრადიციული სიყვარული. მე სიყვარულს არ ვყოფ დეფინიციებად – ტრადიციულად და არატრადიციულად, სიყვარული სიყვარულია და ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა. 17 მაისს ადამიანები აღლუმის ჩასატარებლად ნამდვილად არ შეკრებილან, იქ ჩემი ბევრი გეი და ჰეტერო მეგობარი იდგა და ზუსტად ვიცი, რომ აღლუმის იდეა თავში არავის მოსვლია. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, რომ მათ აქვთ სიყვარულის, ქმედების უფლება და არიან სრულუფლებიანი ადამიანები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერი და სამღვდელოება თავიანთი თავნებობითა და კეთილი ნების გაუთვალისწინებლობით, მათ წინ აღუდგნენ. ჩემი აზრით, ეს იმდენად ამაზრზენი სტერეოტიპია, რომ ზოგჯერ აქედან გაქცევა მინდება. ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ადამიანი არღვევს სხვის პირად სივრცეს. ამ შემთხვევაში კი ერი და სამღვდელოება შეიჭრა ოცკაციანი ჯგუფის პირად სივრცეში, რაც დამანგრეველია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ერი აფანატებს დოგმებზე, გაუნათლებლობის გამო ბევრს არ აქვს საკუთარი აზრი და ამ დროს ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომმა მღვდელმა რაც უნდა თქვას, უსიტყვოდ ემორჩილებიან...
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი რელიგია მორჩილებას მოითხოვს.
- ჩვენი რელიგია ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. მე არ ვარ რელიგიური, მე ვარ მორწმუნე, მწამს ღმერთის და არა სასულიერო იერარქიული საფეხურებიდან წამოსული დოგმების. როცა სასულიერო პირი მოიხმარს ფუფუნების საგნებს და მე მიქადაგებს საპირისპიროს, ეს ნორმალურია?! მე უმეტესწილად არ დავდივარ ეკლესიაში მაშინ, როცა აღევლინება წირვა-ლოცვა, რადგან იქ შეკრებილი ბევრი ფარისეველი გამაღიზიანებელია ჩემთვის, ამიტომ ეკლესიაში მივდივარ მაშინ, როცა მინდა გალობის მოსმენა, მაშინ, როცა ეკლესია არის თითქმის ცარიელი და მაქვს სურვილი, მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. ამ დროს კი, როცა ვიღაც აბსურდულ შენიშვნას მაძლევს, მაპატიეთ, მაგრამ არაა მისაღები. არ მინდა იფიქროთ, რომ ვაკნინებ სასულიერო პირის სტატუსს ან რანგს, დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც არის ღირსეული - იქნება ეს მღვდელი, პოლიტიკოსი თუ მებაღე. იმდენად მორწმუნე ვარ, რამდენადაც მწამს ღმერთის, რელიგია ჩემთვის კი ისეთივე რაღაცაა, როგორიც პოლიტიკა, დოგმატების მიხედვით ათამაშებენ ადამიანებს და ამის არ მწამს. ჩემი პირველწყარო არის სახარება და ვერავინ მეტყვის, რომ იქ წერია, დაარტყი ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება, რა საკითხსაც უნდა უკავშირდებოდეს ეს.
ეკლესია არის იმისთვის, რომ მიიღოს ნებისმიერი ადამიანი მისი ცხოვრების წესის განურჩევლად, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. ქართულ ეკლესიაში ამის ძალიან დიდი პრობლემაა. ვიცნობ სასულიერო პირებს, რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ერთი გემოვნება გვაქვს, ხშირად ვცვლით წიგნებს, მაგრამ ისინი გამონაკლისები არიან. საპატრიარქოს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება და მით უმეტეს ამის ფონზე მათგან დირექტივები შეურაცხმყოფელია, თუმცა, ვფიქრობ, დიდი პერიოდი დასჭირდება, რომ ერს თვალი აეხილოს. ხშირად ფიქრობენ, თუ ადამიანს ანაფორა აცვია, ის აუცილებლად შეუმცდარია და მესიაა, არადა ათ მცნებაში წერია, არა შეიქმნა თავისა შენისა კერპი, ჩვენ კი ვქმნით კერპებს.
- თინასთვის რამდენად მისაღებია ერთსქესიანი სიყვარული და ურთიერთობები?
- რა არის მიუღებელი, ამას ვერ ვხვდები, თუ ადამიანებს, რომელი სქესისანიც უნდა იყვნენ, უნდათ ერთად ცხოვრება, უნდა გააკეთონ ეს...
- როდესაც სტერეოტიპებზე დავიწყეთ საუბარი, ახსენე პირად ცხოვრებაში ჩარევის საკითხი, გაწუხებს ეს თემა?
- მახსოვს, 5 წლის წინ სამსახურში აქტიურად მეკითხებოდნენ, ვაპირებდი თუ არა ჯვრის დაწერას, ჩემი პასუხი კი იყო, არა. თავს ასეც კარგად ვგრძნობ, რადგან ვფიქრობ, ეს იმდენად სერიოზული ნაბიჯია, რომ ჩემი ასაკი არ მაძლევს საშუალებას, ასეთი გადაწყვეტილება მივიღო, რაც ყველას უკვირდა.
- თუმცა მაშინ და დღესაც ხომ ცხოვრობ საყვარელ ადამიანთან ერთად?
- პირად თემაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ გეტყვით იმას, რომ იმ ადამიანთან ერთად ვარ დღეს, ვისზეც 5 წლის წინაც ვამბობდი. როდესაც ვავსებ სავიზო აპლიკაციას, ქორწინების სტატუსში ვუთითებ ცივილურ ურთიერთობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და გვაქვს საერთო ვალდებულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ვიმყოფები ქორწინებაში, ამას კი საზოგადოების დიდი ნაწილი ამრეზით უყურებს. ჩემი პოზიცია ყველა საკითხში არის ერთი, ადამიანებმა უნდა გააკეთონ ის, რაც უნდათ.
მოგეხსენებათ, ამნისტიის შედეგად უამრავი რეციდივისტი გამოვიდა გარეთ, რამაც ვითარება საჩოთირო და კატასტროფული გახადა. აქამდე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პირსინგი, ტატუ, შეღებილი თმა ან გახვრეტილი ყური, სადაც მინდოდა, იქ გადავაადგილდებოდი, დღეს კი ახალი ტენდენცია წამოვიდა - უბანში საყურიან ბიჭებს, ან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, ლურჯად თმაშეღებილს და მკერდგახვრეტილს საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ. ეს სიბნელეა და მეტი არაფერი, შესაფასებლად სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. გარდა ამისა, თუ პიროვნება არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში, რამდენი პარტნიორიც უნდა, იმდენი ეყოლება და რამდენ ადამიანთანაც უნდა, იმდენთან დაკავდება სექსით და ეს მხოლოდ მისი საქმეა. პირადად მე არ მესმის სიტყვა ბოზის მნიშვნელობა, ბოზს ხშირად ეძახიან ადამიანს, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება. არადა, ვფიქრობ, რომ ეს კარგია. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება, მით უფრო მეტი ადამიანი ივლის გაღიმებული, ნაკლებად გააფანატებენ სხვა საკითხებზე, გვექნება მშვიდი სოციუმი და საშუალება იმისა, რომ თავისუფლად ვისუნთქოთ. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ფეხმოკიდებულია სიტყვა ბოზი, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია.
- თუმცა ქართული ტრადიციები მაინც ერთ მამაკაცზე შეჩერებას გვკარნახობს.
- ერთ მამაკაცზე უნდა შეჩერდე მაშინ, როცა ის ერთი გიყვარს, მაგრამ თუ ძიების პროცესში ხარ, რა მოხდა, რომ იყო ჯერ ერთთან და მერე მეორესთან. ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს. ეს ნორმალურია, სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი ხომ არ გვაცვია, ერთ სეზონზე ერთი პალტო მოგვწონს, მეორეზე - მეორე, თუმცა მე მიყვარს ერთი.
- დასასრულ, გვითხარი, რომელიმე ქართული ტრადიცია თუ მოგწონს?
- კი, აბა, როგორ... ზოგიერთი ტრადიციის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუნდაც სტუმრის მიღებისა და დახვედრის კულტურა ავიღოთ. როცა ჩემთან ჩამოდიან უცხოელი მეგობრები თუ თაყვანისმცემლები, დამყავს ქუჩა-ქუჩა და ვუხსნი ყველა მნიშვნელოვან დეტალს, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ადრე სტუმარს შეეძლო, შეუთანხმებლად მოსულიყო შენთან და შემოჭრილიყო შენს სივრცეში. ასევე მომწონს საპატრიარქოსგან წამოსული იდეა შობის ღამეს ფანჯარასთან სანთლის ანთების შესახებ, ესთეტიკურად ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია და ვფიქრობ, რომ ეს დახვეწილი ტრადიციაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 202 /
საქართველო
ქეთი გაიხარე სიმართლისათვის. ერთხელ წავიდა საზღვარგარეთ და თავზე გ...ჯვა. ამისთანებისათვის არააბატონო საქართველო, მასეთები ეგერ ჰოლანდიაში ყრია თითო აბაზად. მიბრძანდეს აქედან. ურცხვი
11:16 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თავისი ცხოვრების " გაპრავებას" ცდილობს... რა ქნას ასეთი აზრი აქვს თავისუფლებაზე. მას თავისუფლება თავაშვებულება ჰგონია:(((
10:25 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სელენა
რეებს ბოდავს ეს მეტრანახევრიანი ლილიპუტი,რა სილამაზეზე ლაპარაკობტ და რა სწორ ცხოვრებაზე ქალი გარყვნილია ამისკენ მოუწოდებს ყველას..ამის პატრონი გამხადა 5წუტი და გავხევდი ცემასჰი
03:07 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
Andy
ჰმ, რეალურად ეგ თქვენი "იალბუზივით სპეტაკი" ცოლები არიან ბოზები: იმაზე მეტი ამორალურობა რაღა გინდათ, როცა ქალები "კალიცოზე" მოგყიდიან საკუთარ აპკს?!
02:03 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
გლახათაა ჩვენი საქმე. მერე იტყვიან გაზის კამერები და გენოციდი ცუდიაო. ესეთები უნდა შეყარო იქ :))) ლამაზი თვალები ვერ გიშველის როცა სულით ხარ ადამიანი ბოზი... მეცოდება მაინც რა ვქნა.
01:57 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ამარტა
პ.ს. ამ გოგონას კი ვეთანხმები. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მისი სკანდალური ინტერვიუები ლიფონავას სერიალისთვის არის გათვლილი :)) ალბათ.. არ ვიცი.. უბრალოდ ვიფიქრე და დავწერე... თუმცა, მთავარი ის არის, მართალს ბაზრობს ;)
01:16 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ამარტა
ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება. მე მომწონს ამ გოგონას პოზიცია. როდესაც ქვეყანაში არავის საქმე აღარ იქნება მეზობლის, მეგობრის, ახლობლის სექსუალური ცხოვრება - ყველაფერი კარგად იქნება. დღემდე საქართველოში გოგონებში სექსი ითვლება ბოზობად. თუმცა, ალბათ სრულ უმრავლესობას აქვს ფარული სექსუალური ცხოვრება რაც კიდევ უფრო ძაბავს გოგონებს. უბრალოდ, მათ უჭირთ აღიარება იმისა, რომ სექსი აქვთ და თავს კარგად გრძნობენ. იმის გამო, რომ ამის აღიარება ცუდ ტონად ითვლება, ყოველთვის თავს ესხმიან მათ ვისი სექ. ცხოვრება ყველამ იცის. თუნდაც 17 მაისი - 20 000 "მორწმუნე" ქართველიდან რამდენი გეი ან თუნდაც, ლატენტური გეი იქნებოდა აქციაზე კაცმა არ იცის. უბრალოდ, არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი ცხოვრების და ყველაფერი კარგად იქნება. რუსული გამოთქმაა: წიხამ ბალოტე, ჩორტი კუპაიუტსა ;) ეს ვართ ქართველები ;) გაკოცეთ ;)
01:08 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
თავის თავს განათლებულს რატომ უწოდებს არ მესმის, სირცხვილია ეს გოგო, საქართველოს კიდევ ერრთისირცხვილი, ხალხს ნუ აღიზიანებ შენი ძალით ევროპელობით, თუ ხარ ქართველი იყავი ქართველი თუ ტრადიციებს ეწინააღმდეგები იქ წადი რომელი ქვეყნის ტრადიციებიც შენთვის მისაღებია !!!
00:42 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ქეთი გაიხარეე.ნეტავ ყველა ასე აზროვნებდეს.
00:40 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
† † †
23:51 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS