03 ივლისი, 2018
"ქმარი მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს" - სოფო ბედიას ინტერვიუ, რომლის გამოც სოც-ქსელში დასცინიან
მომღერალი სოფო ბედია ორსულადაა, მართალია ამ სიახლის შესახებ დიდი ხნის წინ შეიტყო, მაგრამ სანამ ბავშვის სქესი არ გაიგო, მანამდე არ გაამხილა.

ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს ხუთი წლის ოცნება აუსრულდა. ისინი ნანატრ ვაჟს ელოდებიან.

სოფომ ამის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა, სოც-ქსელში ბედიას ინტერვიუს სათაურის გამო დასცინიან. გთავაზობთ ფრაგმენტს სოფო ბედიას ინტერვიუდან. 

- მიშა განებივრებს ორსულ ცოლს?


- ძალიან ყურადღებიანი გახდა. ღამე მაღვიძებს, მუცელზე მეფერება და მიყურადებს. მოკლედ, მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს. სულ მეკითხება: ჭამე?
დაიღალე? რამე გინდა?...

Rating

საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი შვილის გულისცემას მუცელშივე გრძნობს. მიშასთვის ეს პირველი შვილია, მე კი, 9 წლის ნიკუშა მყავს. 

ექოსკოპიაზე რომ მივედით, ბავშვის სქესის გასაგებად, ჩემზე მეტად მიშა განიცდიდა და რომ გავიგეთ, ეგრევე დაწერა სოციალურ ქსელში - ბიჭის მამა ვხდები. თუმცა, ხუთი გოგო რომ მყოლოდა იგივე განცდა მექნებოდაო. 

არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და მიშა გოგოს მოლოდინში ვიყავით და ბავშვმა "ინსტრუმენტი" რომ დაგვანახა თვალები დავჭყიტეთ, კიდევ არ გვჯერა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ყველას
ეს სოციალური ქსელები დიდი ბოროტებაა, ბედიებს ბედნიერება, კარგი მამა გყავდათ და კარგი დედა გყავთ, მე მათ ვიცნობდი ახალგაზრდობაში. ვეღარ გავიგე რატომ არიან ადამიანები ბოღმიანები, კარგზე თქვი კარგი და მორჩა, რა აქვთ დასაცინი, ერთი ჩეულებრივი ქართველები და ნიჭიებრები არიან. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
15:34 / 14-08-2019
გამოხმაურება / 0 /
м
цхвирис операциаа софоо)
01:38 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
რა არის აქ დასაცინი?ბედიების მსგავსი ყველა იყოს ნეტავი.ღმერთმა გამრავლება,ულევი სიხარული და ბედნიერება არ მოუშალოთ.
02:05 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ლეილა ახვლედიანი
ნეტა რა არის აქ დასაცინი?სოფო ბედიას მსგავსი,თუნდაც მისი ძმის,ყველა იყოს ნეტავი.ღმერთმა გამრავლება და ულევი ბედნიერება მისცეთ.
02:01 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და მიშა გოგოს მოლოდინში ვიყავით და ბავშვმა "ინსტრუმენტი" რომ დაგვანახა თვალები დავჭყიტეთ, კიდევ არ გვჯერა.
23:35 / 24-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
და რა არის აქ სასაცილო იქნებ მუქი შრიფტით მონიშნოთ თორემ მე ვერ მივხვდი,ელოდნენ დიდი ხანი და უხარიათ რომ შვილი ეყოლებათ,ყველაფერში საღადაოს როგორ ხედავთ? თუ ის არის სასაცილო რომ ქმარი ზრუნავს ორსულ ცოლზე? თუ ის რომ ქართველ კაცს ბიჭის ყოლის პერსპექტივა გაუხარდა?
18:17 / 08-07-2018
გამოხმაურება / 0 /
?!
ღმერთმა ყველაფერი კარგი მისცეს სოფოს და მის ქმარ-შვილს. ბედნიერ დედობას ვუსურვებ... თუმცა ნამდვილად არ მესმის, რატომ უკვირს ქმარი კარგად რომ ექცევა? რა კაცი ორსულ ცოლს ( მითუმეტეს ამ სიცხეში) არ უნდა უფრთხილდებოდეს ????? ასევე ცოლი, თუ ქმარს გვერდში დგომა სჭირდება... სიყვარული აბა სხვა რა არის?! ეტყობა ჩვენი საზოგადოება იმდენად შეეჩვია, რომ საქართველოში ქმარი ცოლს კლავს, სასიკვდილოდ ჭრის, ორსულს სცემს და ა.შ. რომ ნორმალური მოპყრობა უკვირთ!!!
14:00 / 04-07-2018
გამოხმაურება / 0 /
kaki
ვერ ვხვდები, რა არის ამ ინტერვიუში დასაცინი? ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მომენტია....
11:39 / 04-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS