საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 24.08.2017 შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პირველი ლედის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ წერია:
EUR - 908.52
USD - 44.17
GEL - 12485.00
დედაქალაქის მერის მეუღლის, ცნობილი დიზაინერის ანუკი არეშიძის ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 31.01.2018-ში შევსებული დეკლარაციის მიხედვით:
GEL - 32081.15
EUR - 14182.99
ირაკლი კობახიძის 31.12.2017-ში შევსებული დეკლარაციის
USD - 78,46
EUR - 1848,32
GEL - 37334.47
ბექა ოდიშარიას 31.01.2018-ში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის, მარიამ გამცემლიძის ანგარიშებზე ფასიანი ქაღალდები მხოლოდ ლარის ვალუტაშია:
GEL - 42007.78
მამუკა მდინარაძის 31.01.2018-ში შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, ნათია კუნჭულია ფლობს:
GEL - 21205.88
შეგახსენებთ, რომ დეკლარაციაში არ არის მითითებული პირის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა. ასევე, გარდა ფასიანი ქაღალდებისა, ისინი ფლობენ სხვადასხვა სიძვირის უძრავ თუ მოძრავ ქონებას.
მერიემ კაკაურიძე