გიორგი გახარია 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1994-2000 წლებში ის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და მიღებული აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
2002-2004 წლებში გახარიამ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა უმაღლესი ბიზნეს სკოლა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.
რაც შეეხება გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009
გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე, მარიკა ფანცულაია, რომელიც პროფესიით ექიმი - ბაქტერიოლოგია და ერთი ქალიშვილი, 8 წლის ანნა გახარია, რომელიც მოსკოვშია დაბადებული.
2018 წლის 30 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაია ფლობს მსუბუქ ავტომანქანა TOYOTA RAV4-ს, რომელიც 2016 წელს 22000 აშშ დოლარად შეიძინა.
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მითითებული აქვს, რომ იმ მომენტისთვის ფლობდა 76.00 კვ.მ ფართობის ბინას რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქ. ოდინცივში.
მისი მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზე კი რეგისტრირებული იყო თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ამავე წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მამა ზაურ გახარია თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ფლობდა არასაცხოვრებელ ფართობს, ასევე 2 მიწის ნაკვეთს - სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ. მ ) 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ქონება შეტანილი აღარ არის.
დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი გახარიას მეუღლეს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 485 ლარი, ხოლო იმავე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე 520 000 აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში გიორგი გახარიას "საქართველოს ბანკში" გახსნილი ჰქონდა 2 მიმდინარე ანგარიში განაგრძეთ კითხვა: