მომღერლის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება დაამწუხრა. ამ ფაქტს "ფეისბუქში" ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან, ოჯახს უსამძიმრებენ და გიოზე უცნობ ისტორიებს იხსენებენ. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:
"ღრმა
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი საყვარელი მომღერლის გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო.გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას. დიდ ნიჭთან ერთად, ის სულსა და გულს დებდა თავის საქმეში, სიყვარულს ასხივებდა. ძალიან დასანანია, რომ ქართულ ესტრადას გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც კიდევ ბევრი სიხარულის მინიჭება შეეძლო მსმენელისთვის.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გიო ხუციშვილის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს" - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
განაგრძეთ კითხვა: