თინა მახარაძე - მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ჯერ შეიყვარა და მერე გაიცნო. ის სერიალში “გოგონა გარეუბნიდან" მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟის იმიჯი იმდენად განსხვავდებოდა თინასგან, დიდი ხნის განმავლობაში მაყურებელმა არც კი იცოდა, როგორ გამოიყურებოდა გოგონა გარე უბნიდან. მოგვიანებით, როცა ის სხვა როლებითაც პოპულარული გახდა,
ნანუკა ჟორჟოლიანი - თავისუფალი და უშუალო ტელე-წამყვანი. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ჟურნალისტი თავის საავტორო გადაცემაში კითხულობდა სწორად ამბობდა თუ არა, ამა თუ იმ სიტყვას. ამან საზოგადოებრივი აზრის გახლეჩა გამოიწვია, ზოგი დასცინოდა მას მწირი ლექსიკის გამო, ზოგი კი ამბობდა, რომ უშეცდომო არავინაა და მისი უშუალობა დასაფასებელია. შეცდომა, რომელიც ნანუკას არ აპატიეს, იყო “არტილერია". ტელე-წამყვანმა უნებლიედ არტერიის ნაცვლად სიტყვა არტილერია წარმოთქვა და ამის გამო მას დიდხანს დასცინოდნენ. მოგვიანებით, მძიმე კაცთან ინტერვიუში ნანუკამ თქვა, რომ ამ სიტყვამ სერიოზული კომპლექსები ჩამოუყალიბა და მისი ნება რომ იყოს, საერთოდ ამოიღებდა ლექსიკონიდან.
დათო ხუჯაძემ გამყიდველისა და მოღალატის სახელი დაიმკვიდრა საზოგადოებაში, როცა განაცხადა, რომ პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი ქართველებისთვის. “ჩვენთვის არც პუტინს წაურთმევია აფხაზეთი და არც ისა. იმ კაცს ვთხოვთ, რომ რაღაცა მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია. წაგვართვა სრულიად სხვა ვიღაცებმა, ესეც რომ წავა, კიდე ვინც მოვა, ისიც არაფერს არ მოგვცემს. მე ვიძახი იმას, რაც არის”, - თქვა მომღერალმა ტელეკომპანია “იბერიის" ეთერში.
ხატია სიჭინავა - ცნობილი სპორტსმენის, რამაზ ნოზაძის მეუღლემ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე გამართულ დისკუსიაში განაცხადა - " მე ძალიან ხშირად გამიხდია ნასკი ჩემი ქმრისთვის". ამ განცხადებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა საზოგადოებაში, აჭრელდა სოც. ქსელებიც. ხატიაზე წერდნენ, რომ კონსერვატული მენტალიტეტი აქვს და ამ სიტყვებით ქალის როლი დააკნინა. თავად ხატია კი ამბობდა: “როცა გიყვარს ადამიანი, ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია და ამაში უპატივცემულობას ნამდვილად ვერ ვხედავ".
გიორგი გაბუნია - არამარტო კრიტიკის ან დაცინვის ობიექტი გახდა, არამედ მან სრულიად მართლმადიდებლური საზოგადოების რისხვა დაიმსახურა.
“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად”, - ამ განცხადების გამო მას განრისხებული მაყურებელი ფიზიკურადაც კი გაუსწორდა.
მერიემ კაკაურიძე