ჟურნალ
მაკა ჩიჩუას შინ, დუშეთში ვესტუმრეთ – სადაც სახლიცა და ეზოც ორივე ჰგავს – ცოლსა და ქმარს. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახლში თვალშისაცემი გემოვნება და სისადავე სუფევს. ყველაფერი ახლოსაა ბუნებასთან. გარემოც ნატურალური და მყუდროა – სავსე სიმწვანით და დეტალებით, რასაც ბევრგან ვერ შეხვდებით.
დეტალები გვკარნახობენ იმას, რომ მრავალი წელია ამ გარემოზე ვიღაც ზრუნავს. სახლი სოფელში, სადაც ორი პატარა ბიჭი, თემო და თომა – ოჯახის მთავარი მოქმედი პირები, სუფთა ჰაერზე იზრდებიან, მოწყვეტილია ქალაქის ხმაურს. ეზოში ორი ძაღლია, რომლებიც ოჯახის წევრების შეკრების ადგილს წუთითაც არ სცილდებიან. ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავის უამრავი ყვავილი და, ალბათ, დღევანდელ დღეს, არაფერი სჯობს ასეთ გარემოში ცხოვრებას. პრეზიდენტის ოჯახი, ერთ-ერთი პირველი მახსენდება, რომელიც მოწყდა თბილისის ყოველდღიურობას და საცხოვრებლად სოფელს მიაშურა.
გადაღება რომ დავიწყეთ, წვიმა ახალი შეწყვეტილი იყო. ნაწვიმარზე სახლი და ეზო დუშეთში კიდევ უფრო მყუდრო და ლამაზი ჩანდა. მაკას ნახატი, რომლის ფონზეც დედა და შვილები სხედან, თითქოს ფუნჯის ერთი მოსმით ყვება ყველაფერ იმას, რაც მას სათქმელი დაუგროვდა: გოგონა მინდორში, წითელ კაბაში, ბავშვით ხელში. იქვე, ფეხებთან მოდარაჯე შავი ძაღლით, ნახატი ბევრ შთაბეჭდილებას და ემოციას იწვევს, მხატვარი კი, მაკაა.
- მაკა, ბანალური შეკითხვა არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, თქვენი ცხოვრება იმდენად რადიკალურად შეიცვალა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ აღნიშვნას საჭიროებს ერთი რამ – არასოდეს იცი ადამიანმა, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. როგორ იმოქმედა ამ ცვლილებებმა თქვენზე? რა მოხდა ამ ხუთ წელიწადში?
- ცხოვრება, ზოგადად, ასეთია. მუდამ მოულოდნელობებითა და სიახლეებითაა სავსე. განსაკუთრებით, თუ აქტიური და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ხარ. შვილები დიდი პასუხისმგებლობაა – არ აქვს მნიშვნელობა, იქნები პირველი ლედი თუ რიგითი ქალი, რომელსაც სახლის საქმე, სამსახური და ოჯახი შრომას ავალდებულებს.
განაგრძეთ კითხვა: