07 თებერვალი, 2014
გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა
არ იყო ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გამოასწორებდა. ვნანობ, რომ აღარ ვცეკვავ, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც ცხოვრებამ მომიტანა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე ჭაჭუას ერთმანეთი უყვარდათ, გიგი გაჩეჩილაძემ ''ფეისბუქზე'' ნინი წიკლაურთან ერთად გადაღებული ფოტოები დადო. ფოტოებიდან ჩანდა, რომ წყვილი ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებდა. თუმცა გიგისა და ნინის ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შეყვარებულთან დაშორების ამბავი თავად გიგისგან შევიტყვეთ.

- არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, ნინი მიყვარს და ცოლად მომყავს-მეთქი.
შეიძლება ითქვას, ჟურნალებმა დამაქორწინეს. მესმის, ასე რატომ მოხდა. ჯერ მე და სალომე დავშორდით, მერე გახდა ცნობილი, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი უყვარდათ და ჩემზეც რომ გაიგეს, სერიოზულად აღიქვეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ახალდაწყებული ურთიერთობა და ის ისე არ გამისერიოზულებია, როგორც ჟურნალ-გაზეთებსა და შოუებში ჩანდა. ჩვენ რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავშორდით. ამით არანაირი კატასტროფა არ მომხდარა, ყველაფერი ჩვეულებრივად დამთავრდა.
- რამდენი ხანია, რაც ნინის დაშორდი?
- ზუსტი დრო ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უკვე დიდი ხანია. როგორ სწრაფადაც დაიწყო ურთიერთობა, ისევე სწრაფად დამთავრდა.
- მასთან მეგობრობას ახერხებ?
- თუ ერთმანეთს ვხვდებით, ჩვეულებრივ ვურთიერთობთ, მაგრამ ძირითადად არ გვიწევს შეხვედრა. ის სხვა სფეროშია, მე სულ სხვა სფეროში ვარ.
- ნინი რა საქმიანობს?
- სწავლობს, ორივეს სხვადასხვა ინტერესი გვაქვს.
- იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?
- სიმართლე გითხრათ, ამის გაგებას არ ვცდილობ. ალბათ, ხდება რამე. მე ჩემი ცხოვრებით უფრო ვარ დაკავებული, ვიდრე სხვისი ცხოვრებით. წარსულს არ მივტირი და არ მაინტერესებს.
- დაშორების მიზეზი რა იყო?
- ალბათ ის, რომ ურთიერთობა ძალიან მალე დაიწყო სალომესთან დაშორების მერე. ალბათ კი არა, მართლა ასე იყო. სალომესთან დაშორების მერე ძალიან სწრაფად ჩავერთე სხვა ურთიერთობაში, ისე, რომ რასაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, იმ რაღაცებს ყურადღება არ მივაქციე. საბოლოოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს.
- რა არის შენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი?
- ძალიან ბევრი პრინციპი მაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც სხვას არ აქვს. მინდა, ჩემი ნათქვამი მკითხველმა კარგად გაიგოს. ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არაა ქართული მენტალიტეტი.
- გაქვს ურთიერთობა სალომე ჭაჭუასთან? გიორგი ვარდოსანიძეს შეხვედრიხარ?
- მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. სალომეს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, საქმესთან დაკავშირებით. ახლა შეიძლება, უფრო მოგვიწიოს ურთიერთობამ, რადგან მისი კლუბი ჩვენს ფედერაციაში შემოდის. ფედერაციის დირექტორი ჯერჯერობით მე ვარ და არჩევნებზე რა მოხდება, არ ვიცი. გიორგისთან კი არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
- იცი, რომ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად?
- შემთხვევით გავიგე ჟურნალისტისგან. გაინტერესებთ, როგორი იყო ჩემი რეაქცია, ეს ამბავი რომ გავიგე?
- გვაინტერესებს, თუ გაგვიმხელ.
- არანაირი, ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგია, ასე რომ მოხდა.
- ახლა შენს ცხოვრებაში რა ხდება?
- შეყვარებული არ მყავს, მაგრამ პირადი ცხოვრება მხოლოდ სიყვარულისა და რომანებისგან არ შედგება. თავს უფრო მეტად მივხედე. დამიჯერეთ, ძალიან მაქვს მისახედი, რადგან რვა წლის განმავლობაში სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი და ძალიან ბევრ რამეს უნდა დავეწიო და უფრო მეტად უნდა განვვითარდე, როგორც ადამიანი. ბევრ რაღაცას მივხვდი, ვცდილობ შევიცვალო და რაც ცუდი თვისება მაქვს, გამოვასწორო.
- სალომესთან შენი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, ამას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ ბევრ რამეს ჩამორჩი?
- აღარ გავაგრძელებ ახსნას, ჯობს, ყველამ როგორც უნდა, ისე გაიგოს ჩემი ნათქვამი.
- ცეკვასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
- ბოლო პერიოდში ცეკვას ბევრ დროს ვერ ვუთმობდი პირადი პრობლემების გამო. ახლა დავუბრუნდი და მივხედე. ახალი პროექტები გვაქვს. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობა ავიღე. ვზრდი წყვილებს და უცხოეთში ხშირად დავდივართ. შემდეგი გასვლა უკრაინაში გვქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება, წასვლა გადავდეთ. ვგეგმავთ ბრატისლავაში გამგზავრებას.
- როგორი უნდა იყოს გოგო, შენი ყურადღება რომ მიიქციოს?
- ჩემს ყურადღებას თავიდან ბევრი გოგო იქცევს, მერე ეს ურთიერთობა ვეღარ გრძელდება. ერთმანეთს მალე ამოვწურავთ ხოლმე. შეყვარებული არ მყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მარტო ვარ და ამ მიმართულებით არაფერი ხდება. ამ მხრივაც ბევრი სიახლეა, მაგრამ ჯერჯერობით იმ დონემდე არ მიუქცევია ჩემი ყურადღება, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელებულიყოს. ძირითადად პრობლემა ისაა ხოლმე, რომ მათში სიახლეს ვეღარ ვხედავ და ერთმანეთს ძალიან მალე ამოვწურავთ.
- როგორც ამბობენ, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონი უნდა გავიდეს ეთერში. ამ პროექტის მონაწილე იქნები?
- მოცეკვავედ არც მეოთხე სეზონში არ ვიქნები, მაგრამ შეიძლება, პროექტში სხვა სახით მივიღო მონაწილეობა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება?
- ე.ი. შეიძლება, გოჩა ჩერტკოევის გვერდით იყო ჟიურის შემადგენლობაში?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით ყველაფერი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.
- ამ პროექტში მონაწილეობა უნდა შენს ძმას, რატი გაჩეჩილაძესაც. თუ შენ ჟიურის წევრი იქნები და შენი ძმა იცეკვებს, მოახერხებ, რომ ობიექტური იყო?
- მე არ განვიხილები ჟიურის წევრობის კანდიდატად. განიხილება პროექტში ჩემი ჩართვა. მხოლოდ იმას გამოვრიცხავ, რომ მოცეკვავე ვიყო და დანარჩენი ვნახოთ. მე და ჩემს ძმას ამ სიტუაციამდე იმედია, არ მიგვიყვანენ ჭკვიანი და სამართლიანი პროდიუსერები, მაგრამ თუ ასე მოხდა, მაშინ აუცილებლად ობიექტური ვიქნები, რადგან ზედმეტად სიმართლის მოყვარული ადამიანი ვარ. როცა საქმე ცეკვებს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩემი მეგობარია, ნათესავია თუ საერთოდ არ ვიცნობ. ეს თვისება ძალიან კარგად გამოამჟღავნა ჩვენი ოჯახის წევრმა გოჩა ჩერტკოევმა, როდესაც ის მსაჯი იყო და მე ვცეკვავდი. ის ჩემს ცეკვებთან დაკავშირებით ყოველთვის ზედმეტად ობიექტური იყო. სამართლიანობა ჩვენი ოჯახის დამახასიათებელი თვისებაა, რადგან მთელი ოჯახი მოცეკვავეები ვართ.
- მშობლები როგორ უყურებენ იმ ყველაფერს, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება?
- ჩემი მშობლები არასდროს იყვნენ ჩახედული და ჩართულები ჩემს პირად ცხოვრებაში. ცამეტი წლიდან, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მაგრამ მე და სალომე რომ დავშორდით, მწვავედ იყვნენ ჩართულები იმ გაგებით, რომ არ ესიამოვნათ და ცუდად გადაიტანეს. ახლა რაც ხდება და როგორც ხდება, ამაში ძირითადად არ ერევიან. ჩემს პირად ცხოვრებაზე ჩემს მშობლებს რომ ველაპარაკო, ამის დრო ნამდვილად არაა.
- ამბობდნენ, ცეკვას რომ თავი დაანებე, ამაში ''წვლილი'' სალომესთან დაშორებამ შეიტანა. კარგად ცეკვავდი და ახლა რთული იქნება, რომ მოინდომო და ძველ ფორმას დაუბრუნდე.
- სიმართლე გითხრათ, ცეკვასთან დაბრუნება ჩემთვის რთული არ იქნება. ეს ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ გამიკეთებია. რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ აღარ ვცეკვავ, მაგრამ ეს არაფერ შუაში არაა სალომესთან. ჩემი კარიერა არც სალომეთი დაწყებულა და არც მისით დამთავრდება. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დაწყებამდე ცეკვისთვის თავი დანებებული მქონდა. ბევრი სხვა საქმე დაგროვდა, სადაც ვმუშაობ. ბევრი ჩვენს სფეროს ძირითადად იმით აფასებს, რაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ხდება, მაგრამ ბევრი სხვა საქმე გვაქვს. კონკურსები, სემინარები, ფედერაციის საქმეები, ამ ფედერაციის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი კარგი მოცეკვავე გვყავს. ამ ფედერაციასა და სტუდიას ძალიან დიდი დახმარება დასჭირდა და ამის გამო მომიხდა ცეკვისთვის თავის დანებება. არ იყო ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გამოასწორებდა. ვნანობ, რომ აღარ ვცეკვავ, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც ცხოვრებამ მომიტანა. ყველაფერს ცხოვრებაში ჩემი სურვილისამებრ ვერ ავაგებ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მეგიკო-ს
გაუნათლებელი ვინც არის ეტყობა :)
12:13 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS