ჭარბწონიანობა გავლენას ახდენს ისეთი ორგანოების ფუნქციებზე, რომელთა მოქმედებაში ნივთიერებათა ცვლას წამყვანი ფუნქცია აკისრია: იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მამაკაცებში სასქესო ორგანოების დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ზოგადად კი, სიმსუქნე ყველა ორგანოზე ცუდად მოქმედებს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე, ჭარბ წონას
"ჭარბწონიანობასთან ბრძოლა საკვების რაოდენობის შემცირებითა და დახარჯული ენერგიის გაზრდით უნდა დაიწყოს. თუ დიეტით ეს არ ხერხდება, მაშინ ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს. ქირურგიული მეთოდი ბევრია და მათგან ყველაზე პოპულარული კუჭის ხაზოვანი რეზექციაა, რითაც ე.წ. კუჭის დაპატარავება ხდება. კუჭი სიგრძეზე იკვეთება და 70% აკლდება", - ამბობს ქირურგი.
ამ ოპერაციის შემდეგ ექიმის თქმით, კუჭს ის უბანი სცილდება, რომელიც შიმშილის ჰორმონს – გრეის წარმოქმნის. ოპერაციის შემდეგ პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ შიათ და რაღაც განსაკუთრებულად რომ მოუნდეთ, ერთ კვებაზე, კუჭში 150 მილილიტრზე მეტი არ ეტევათ. თუ ადამიანი მანამდე ვთქვათ, 4 ნაჭერ ხაჭაპურს ჭამდა, მიიღებს მხოლოდ ერთს, ასევე ერთ ნაჭერ მწვადს. ოპერაციის შემდეგ პაციენტი წონაში დროთა განმავლობაში იკლებს და 2 წლის განმავლობაში ჭარბი წონის 80%-ის მოცილება ხდება.
პაციენტი ოპერაციისთვის სერიოზულად და საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. წინასწარი და სხვადასხვაგვარი კვლევა უტარდება და შემდეგ უკვე მისი მომზადება მიმდინარეობს. ამ პროცესმა ზოგჯერ შეიძლება 6 თვემდეც გასტანოს. მერე კი უკვე ოპერაცია ინიშნება. შაქრიანი დიაბეტისას, 87%-ის შემთხვევაში, შაქარი ნორმის ფარგლებში დგება. პაციენტებს უადვილდებათ ისეთ საკვებზე უარის თქმა, რაზეც მანამდე უარს ვერ ამბობდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესს უბრუნდებიან.
როგორ გრძნობენ ოპერაციის შემდეგ ადამიანები თავს და როგორ იცვლება მათი ცხოვრება, ამის შესახებ ჩვენი რესპოდენტები თავად ყვებიან.
კახა გოგიძე, მსახიობი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის როლის შემსრულებელი:
- როდესაც 160 კილო ხარ, ძალიან ცუდია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების ზღვარზე დგახარ. შაქარიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ ვიყავი. ოპერაციით კი ამ დაავადებების ჩამოყალიბებას დროზე მივუსწარი.
ოპერაციამდე ელენე გიორგაძის პაციენტი ვიყავი, კომპლექსურად ვმკურნალობდი, ვიცავდი დიეტას, ვიღებდი შესაბამის წამლებსაც - 73 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა 10 წლის განმავლობაში "მეჭირა". მაგრამ დიეტის შემდეგ უმრავლესობა იმატებს და მეც მოვიმატე, მეტი დიეტა ვეღარ შევძელი, რადგანაც მოთმინებასაც რესურსი ჰქონია. დიეტის დაცვის რესურსი ამოვწურე, ყველაფერი ყელში ამოვიდა და ექიმ დათო აბულაძესთან წავედი. უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც 84 კილო დავიკელი. ახლა 78 კილო ვარ, მაგრამ მე თვითონ მინდა, რომ 75 ვიყო და ამაზე ახლა ვმუშაობ. განაგრძეთ კითხვა: