01 ივნისი, 2018
ძიუდოისტების შეიარაღებული დაპირისპირება თბილისის ცენტრში - დაჭრილია ვეტერანი სპორტსმენი
ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტსა და ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის, გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ღა­მით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, სპორ­ტსმე­ნებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რა დრო­საც ერთ-ერთი ძი­უ­დო­ის­ტი სოსო წე­ლა­უ­რი და­იჭ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რი­რის­პი­რე­ბის დროს ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-ს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მაც და­უ­დას­ტუ­რა:

"ზუს­ტად რა­ტომ და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ ამას თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ჰყავს. ეს იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც პატ­რუ­ლის თვალ­წინ მოხ­და და დაჭ­რი­ლია ერთი
ადა­მი­ა­ნი. ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა" - გა­ნა­ცხა­და ზვი­ა­და­ურ­მა.

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, სპორ­ტსმე­ნებს ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ეს­რო­ლა და სოსო წე­ლა­უ­რი ბარ­ძა­ყის არე­ში და­იჭ­რა. ის არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნონა
ვაი თქვე გლახებო სოფლიდან ჩამოთრეულებო ნახეთ ორი კაპიკი ,თქვე პაპუასებო,
21:08 / 02-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS