31 მაისი, 2018
"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - რას ამბობს გურამ გირგვლიანი "ხორავას საქმეზე"
31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი
დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც
დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. ანუ სასამართლომ ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალდება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა, შედეგად კი კითხვებზე - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს 13 ჭრილობა და ვინ არის მკვლელი? - პასუხები სასამართლო განხილვის შედეგადაც არ ჩანს.

"ქალი ორიოდე წუთში შემობრუნდა და საშინელი სურათი დახვდა, მისი ვაჟი და დანარჩენებიც სისხლის ტბაში ცურავდნენ"
ადარებს და ხელისუფლების შეცდომებზე ლაპარაკობს. დავინტერესდით, რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გვირგვლიანი:

- ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით, ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირის.
მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS