30 მაისი, 2018
"დედას არასდროს შევხვედრივარ" - "ჩცდ"-ს მსახიობის რეალური ცხოვრება
მსახიობ ეთო გუგავას ხშირად უფიქრია, მთავრობაში რაიმე თანამდებობა რომ ჰქონდეს, რას შეცვლიდა ქვეყანაში. მას არა, მაგრამ მის პერსონაჟს თათია ეგაძეს კი აქვს შანსი, რაღაცა შეცვალოს სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ავანტიურისტი თათიას - ჩიკას მოსისხლე მტრის როლს ასრულებს.

ეთო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი, მაგრამ დავიწყებული სახეა. წლების წინ, რეალითი შოუ „ჯეობარში“ მონაწილეობდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა.

- რას საქმიანობდით ეს პერიოდი, სანამ სერიალში გამოჩნდებოდით?

- „სამეფო უბნის“ თეატრში რამდენიმე სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, ასევე საფესტივალო
სპექტაკლებში ვთამაშობდი. მარტოხელა დედა ვიყავი, დედობა და მსახიობობა ვერ შევათავსე, რადგან დამხმარე არ მყავდა, ვერაფერს ვასწრებდი, ამიტომ შევეშვი. ვმუშაობდი და შვილს ვუვლიდი.

- რამდენი წლისაა თქვენი შვილი?
- ნია 13 წლისაა. ამასობაში 5 წლის წინ, კიდევ გავთხოვდი და მეორე ქალიშვილი მეყოლა, მელანია-მია ჩლაიძე.

- ვინ არის თქვენი ქმარი?
- მეუღლე პროგრამისტია, ძალიან მგულშემატკივრობს და ხელს მიწყობს. სერიალის გადაღების დროს ყველაფერი მავიწყება და განსაკუთრებული საათებია ჩემთვის.

- მეორედ გათხოვება იოლად გადაწყვიტეთ?
- არ იყო რთული, რადგან იმ მომენტში ჩემთვის ორი რამ იყო მნიშვნელოვანი, სიყვარულით გათხოვება და ჩემი შვილისა და მომავალი მეუღლის ურთიერთობები. ოჯახის შექმნა ძალიან ლამაზად მოხდა და ასე ლამაზად გრძელდება.

- „ჯეობარის“ პერიოდში ყველამ გაიგო თქვენი პირადი დრამის შესახებ - ბავშვობიდან მარტო მამამ გაგზარდათ, დედათქვენი უკრაინაში ცხოვრობდა, მასთან ურთიერთობა არ გქონდათ და ამის გამო დიდ განცდებში იყავით. ახლა როგორი მდგომარეობაა, დედას შეხვდით, ურთიერთობა აღადგინეთ?
- 3 წელია, დედა არ მინახავს. მაშინაც ამ პროექტში იმიტომ წავედი, რომ მინდოდა ვენახე. პრინციპში არც იქ მიყურა, სანამ „რუსთავი 2“-ის ჯგუფი უკრაინაში არ ჩავიდა და თეფში არ დაუყენა.

მას შემდეგ იშვიათად, სატელეფონო კონტაქტი გვაქვს. როცა დედა გავხდი, მაშინ დამეუფლა რაღაცნაირი გრძნობა, მისი არსებობით დავინტერესდი, მოვძებნე, მაგრამ პასუხად დიდი სიყვარული ვერ მივიღე, ისეთი რაც შვილს დედისგან სჭირდება.

- რამდენი წლის იყავით, როცა დედას დაშორდით?
- 3 წლის. მამამ უკრაინიდან წამომიყვანა და მას შემდეგ დედა არასდროს მინახავს. პრინციპში მეცოდება კიდეც, ალბათ ძალიან უჭირს. მის ადგილზე თავს არასდროს დავაყენებ, რადგან წარმოუდგენელია ის, რასაც განიცდის, იმის დაჯერება არ მინდა, რომ არ განიცდის, არ ვაინტერესებ და ამიტომ არ ჩამოდის. ჩემი მშობლები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რეალურად კი მე დავზარალდი.


ჟურნალი „სარკე“
ეკა ლემონჯავა



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ეკკკ
სად არი ჩემი კომენტარი შლით თუ რა ხდება
12:16 / 01-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკაა
მომწონს ეს გოგო ორი დღის წინ ვფიქრობდი ნეტა ამ გოგოზე რატომ არაფერს წერენთკო და აჰა ამიხდა
15:19 / 31-05-2018
გამოხმაურება / 0 /
anna
მამამ მოპარვით წაართვა ეტყობა 3 წლის შვილი..ბევრი ,,გრუზინი,, ართმევდა რუს დედას შვილს და სოფელში ბებიას აზრდევინებდა...ვითომ,,პატიოსანი გაიზარდოსო,,!
20:27 / 30-05-2018
გამოხმაურება / 0 /
XATIA
მეთქი საიდან მეცნობაა... :))
19:23 / 30-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS