ბუნებრივია, ჟიურის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ კონკურსანტებისგან, ვინც პროექტს მიღმა დარჩა.
„იქს ფაქტორის“ მსვლელობისას, სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება არა ერთხელ გამოთქვა ერთ-ერთი ნიჭიერი კონკურსანტის ელენე ზენდერის დედამ - ლიკა ზენდერმა. მისი თქმით, ელენე ზენდერი ყველა სიმღერას „ჯიბეში ჩაიდებდა“ და ნანიკო
„რეიტინგი“ ლიკა ზენდერს დაუკავშირდა.
- ლიკა, ელენეს პროექტში გამოჩენას დიდი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა, ის ლაივ-კონცერტებზე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, ელოდი ამას?
- ამ გადაწყვეტილებამდე უცნაური გამოცხადება მქონდა და ზუსტად ვიცოდი, ელენე პროექტს რომ დატოვებდა. რეალობა გამომეცხადა და გამართლდა კიდეც.
- თქვენი აზრით, რომელი მენტორი გამოგეცხადა ეშმაკის სახით?
- ვერ ვიტყვი ასე, უბრალოდ ეშმაკი გამომეცხადა. მეორე დღეს ეს ვუთხარი მეგობრებს და მამშვიდებდნენ, მაგრამ ელენემ მაინც დატოვა პროექტი. დათოს და სტეფანეს არ უნდოდათ მისი გაშვება, მაგრამ ნანიკომ და თამთამ პროექტი დაატოვებინეს.
- სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ თქვენი ქალიშვილი ელენე ზენდერი „ჯიბეში ჩაისვამდა“ ყველა მონაწილეს...
- თავიდან ბოლომდე ვუყურე გადაცემას, გოგონების კატეგორია მომეწონა. დანარჩენზე რა ვთქვა, არ ვიცი. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა შუაში იყვნენ ის ბავშვები, ვინც დატოვეს და ელენე გამოუშვეს?
ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ელენე უნდა ყოფილიყო პროექტში. ჩემს შვილს საოპერო ხმა აქვს და „იქს ფაქტორში“ სოპრანო არავის არ სჭირდება. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ჟიურიში რომა რცხილაძისნაირი ადამიანები უნდა ისხდნენ, ანუ მუსიკოსები და არა ტელეწამყვანები. ვფიქრობ, ეს რეალური შოუ არ არის.