- თაკო, ხალხი კეკესთან გაიგივებთ?
- რა თქმა უნდა,
- კეკე როგორია?
- ადამიანი, რომელიც ძირითადად, ჩაცმაზეა ორიენტირებული. საკუთარი საქმე არ აქვს. ამის გამო, წვრილმანებით არის დაკავებული. ჩემი პერსონაჟისგან თუნდაც, ამით განვსხვავდები: მე ჩემი საქმე მაქვს, პროფესიით მსახიობი გახლავარ, თეატრში ვმუშაობ და აქტიურად დაკავებული ვარ.
- კეკე საინტერესო პიროვნებაა?
- ასე ვერ გეტყვით... ვიღაცისთვის შეიძლება, საინტერესო იყოს, ვიღაცისთვის - უინტერესო.
- თქვენთვის? მაგალითად, მასთან დაქალობას ისურვებდით?
- რატომაც არა! ასეთი ადამიანები არსებობენ და მათთან მეგობრობა პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მე ცოტათი სხვა შეხედულებები მაქვს.
- როცა კეკეს როლის შესრულება დაიწყეთ, არსებობდა პერსონაჟის რეალური პროტოტიპი, რომლისგანაც გარკვეული მანერები "აიღეთ"?
- რა თქმა უნდა, კეკეს მსგავსი ადამიანები ჩემ გარშემო არიან. ცოტა მათგან "ავიღე", ცოტაც - თავად დავამატე, გავამრავალფეროვნე და გავამთლიანე.
- კეკეს მსგავსი ადამიანი სადაქალოშიც ხომ არ გყავთ?
- კი, მსგავსი ტიპის ადამიანები სამეგობროში მყავს. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა, მიმსგავსებულები ნამდვილად არიან...
- კეკეს როლი სათამაშოდ საინტერესოა?
- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. საერთოდ, ჩემი პერსონაჟები ყოველთვის ძალიან მიყვარდება. შესაბამისად, კეკესთანაც ჩემი დამოკიდებულება გამიჩნდა და ყოველი გადაღებისას დიდ სიამოვნებას ვიღებ, რადგან რადიკალურად სხვანაირ ადამიანს ვასახიერებ. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს ძალიან საინტერესოა... განაგრძეთ კითხვა