ცნობილია, რომ მუსიკოსს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვს და საუბრობს კიდეც ხშირად ამაზე. დათო 4 შვილის მამაა. პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა ჰყავს ფრანგი ქალბატონისგან, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ანჟელიკა საფრანგეთშია დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.
"ანჟელიკა ფრანგია, პარიზელი. დედამისი მოსკოვში გავიცანი. ქორწინებაში არ ვყოფილვართ, ისე გააჩინა და წლი-ნახევრის იყო ანჟელიკა, საფრანგეთში რომ წავიდნენ", - ყვება დათო ერთ-ერთ ინტერვიუში, - "პარიზში რომ ჩავიდნენ, ანჟელიკას დედა
მალევე გათხოვდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, რთული იყო საფრანგეთში წასვლა. მეც, რა გზებს არ ვპოულობდი, რომ იქ ჩავსულიყავი... პირველად რომ ჩავედი, ანჟელიკა უკვე სამი წლის იყო და დედამისმა მთხოვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინდა, იცოდეს, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო. მეც შევუნახე ეს საიდუმლო. მათთან რომ ჩავდიოდი სტუმრად, ეგონა, ოჯახის მეგობარი ვიყავი. რვა წლამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს. ერთხელაც პარიზში კონცერტი მქონდა „შანზელიზეს“ თეატრში და ბებიამისმა მოიყვანა. კონცერტი რომ დამთავრდა, მოვიდა და მკითხა, შენ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი კი-მეთქი და ჩავეხუტე. როცა გაიგო, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე სკოლა მიატოვა და
ათიდან თორმეტ წლამდე აქ, საქართველოში იყო. გენეტიკური ევგენიძეა, ნამდვილი ქართველი. ისე მოსწონდა ქართული ოჯახები, რომ მიდიოდა, გვითხრა, მე აუცილებლად გავთხოვდები და ბევრ შვილს გავაჩენო. მართლაც შეასრულა ეს ნათქვამი. ვინც სკოლაში შეუყვარდა, მას გაჰყვა ცოლად და იმასთან არის დღემდე... ანჟელიკა მე ძალიან მგავს თვალებით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მას მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა – საერთოდ მე შევიცვალე უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით, საჩუქარი გამიკეთა ჩემმა დამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის ნაჩუქარია..."
დათოს ოთხი შვილი
საქართველოში მუსიკოსი დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე, რომელიც ქართული კინოს ულამაზესი სახის - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა - ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა.
ლიკა ტელეწამყვანი და მოდელია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ნათესავზე იყო დაქორწინებული, ნიკა ალასანიაზე. მასთან ლიკას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი ოჯახი დაინგრა და ლიკა მუსიკოს ნიკა კოჩაროვზეა გამიჯნურებული.
რაც შეეხება დათო ევგენიძეს, ის ნინა კალანდაძესთან დაშორების შემდეგ კიდევ დაქორწინდა - ნინო ჟვანიაზე, რომელმაც ნიკოლოზი გაუჩინა.
განაგრძეთ კითხვა: