28 მაისი, 2018
„ქმარიც ჰყავდეთ ღმერთისგან გამოგზავნილი, სახლიც ჰქონდეთ და ყველა კარგად იყოს“ - მარინა ბერიძე ყოფილი ქმრის ახლანდელ ოჯახზე
მუდმივად ბრძოლებშია, სულ ვიღაცის კრიტიკას ისმენს, მუდმივად იწონებენ ან იწუნებენ მისი თაოსნობით შექმნილ პროექტს ან პროდუქტს, ოღონდ ისეთი, რომელსაც გამოხმაურება არ ჰქონია, ჯერ არ გაუკეთებია. ამბობს, რომ ეს ნორმალურია. არ ლაპარაკობენ მასზე, ვინც არაფერს აკეთებს.

ის კი ვერ ჩერდება. „არ ვიცი, უნდა კი ვინმეს კიდევ ბებერი მარინა ბერიძეო“, – ასე მიპასუხა, როცა პირველად ვკითხე, თურმე „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიში მოგიაზრებენ-მეთქი. იხუმრა, ალბათ. მე იშვიათად მინახავს, ასეთი მოვლილი, შემდგარი და პროდუქტიული 70 წლის ქალი საქართველოში.

სწორედ ამ
მნიშვნელოვანი თარიღით დავიწყე საუბარი ჩემს რესპონდენტთან. მარინა ბერიძის პატარა და ლამაზ სახლში შესვლისას პირველივე ეფექტი რამდენიმე ლამაზმა თაიგულმა მოახდინა, მერე უამრავმა ნახატმა, რომლებშიც მისი მშობლების პორტრეტებიცაა და ბოლოს თვალში მოგვხვდა უზარმაზარი ოქროსფერი ხელნაკეთი ბლოკნოტი, წარწერით: „დედოფალი მარინა“.

– ეს საჩუქარი ჩემი შვილის მეგობრებმა გამიკეთეს. საერთოდ, წელს ჩემი დაბადების დღე გააკეთეს ჩემმა შვილმა, სიძემ და ჩემი შვილის მეგობრებმა, რომლებიც ჩემს სახლში გაიზარდნენ. ხომ სულ ლაპარაკობენ მარინა ბერიძის შავ და თეთრ ბლოკნოტზე, ვითომ სია რომ მაქვს ჩამოწერილი დასაბლოკი მომღერლების, ხოდა, ეს იდეა დევს ამაშიც. მაგრამ შიგნით მომღერლების სახელების ნაცვლად ჩემი შვილის მეგობრების მისალოცი წერილები წერია. ვერ გათვალეს, გაუთავდათ ფურცლები და ყველამ ვერ ჩაწერა თავისი სურვილი. საოცარი ისაა, რომ ჩემი შვილიშვილებიც მეგობრებით იყვნენ მოსულები.

– როგორ დაიწყო თქვენი 70 წლის იუბილე, პირველი მილოცვა...

– კარზე ზარი, ჩემი შვილი, ბავშვები და წივილ-კივილი. მერე უამრავი სატელეფონო ზარი, გვარამიას, ნიკოლოზ რაჭველის პოსტი სოციალურ ქსელში. ზაზა შენგელიას სიურპრიზი... რა გითხრათ, ძალიან ბევრი სითბო მივიღე.

– ძალიან ლამაზი სიურპრიზი მოგიწყვეს „მხოლოდ ქართულის“ ბავშვებმა და ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში...

– ნიკა ძალიან ბევრ სიურპრიზს მიკეთებს ცხოვრებაში. ნიკა არ არის ჩემთვის დირექტორი და ეს ყველამ იცის. ის ჩემი მეგობარია და ორივე ძალიან ვუფრთხილდებით ამ მეგობრობას.

– რა ფასეულობებია მთავარი ქალისთვის 70 წლის ასაკში?

– ბოლო წლებია, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რაც ჩემი დიდი სახლიდან გადმოვედი. იქ უზარმაზარ აივანზე იმართებოდა ხოლმე წვეულება. არც არავის ვეპატიჟებოდი, თვითონ ივსებოდა სახლი სტუმრებით, მას მერე დაბადების დღე არ გადამიხდია, ჩემს 5-6 მეგობარ გოგოსთან ერთად, რომლებთანაც წლები მაკავშირებს, მივდიოდი ხან თელავში, ხან ქუთაისში და იქ აღვნიშნავდით ჩუმად. ახლა იტალიაში მინდოდა წასვლა, რამდენიმე დღით, მაგრამ, რადგან 70 წელი შემისრულდა, ძალიან გამიპროტესტეს ბავშვებმა. არ ვნანობ, რომ მათ დავუჯერე. უამრავი სითბო მივიღე ადამიანმა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ბევრი ტკივილიც მიიღო... ამ ასაკს ერთადერთი პლუსი აქვს. მიმტევებელი ხდები და უკვე კარგად იცი, ვინ ვინ არის, ვინ სად, რა ნაღმი შეიძლება დაგიდოს. გიყვარს, მაგრამ იცი, რომ ის ნაღმის დამდებია. კარგი ისაა, რომ იცი. და რადგან იცი, მასაც აღარ უჩნდება სურვილი ნაღმის დადებისა, იცის, რომ გამოიცნობ.

– თქვენი პირადიც გგონიათ, რომ ნაღმი იყო ამ გადასახედიდან?

– არ ვიცი. საერთოდ, ვერაფერი ვერ გავიგე ამ პირადი ამბის. ერთი რამე გავიგე მხოლოდ, რომ ყველას შეიძლება დაემართოს ასეთი რამ. თვინიერი ცოლი რომ ვყოფილიყავი, მარტო სადილები მეკეთებინა, ჭურჭელი მერეცხა და ღამის 3 საათზე სუფრები მეშალა ჩემი ქმრის მეგობრებისთვის, ალბათ, არ დამემართებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა. ეგეთი არც ქმარი მინდა, არც ოჯახი და საერთოდ არაფერი. მე სხვა ჭია მჭამს მთელი ცხოვრება.

– მაგრამ ხომ აკეთებდით ამ ყველაფერს?

– ვაკეთებდი და კარგადაც ვაკეთებდი, მაგრამ მე ვერავის მონა ვერასდროს ვერ ვიქნები, ქმრისაც კი. ეტყობა, ამ კაცებს უყვარს ეს რაღაცნაირი ქალები, სულ რომ ეფერებიან და თვალებში უყურებენ...

– ღმერთმა გამომიგზავნაო, თქვენს ყოფილ ქმარზე წერს მისი ახლანდელი ცოლი...

– ღმერთმა გამოუგზავნა და რა გავაკეთო (იღიმება). გამოუგზავნა და ჰყავდეს. მე ისეთი კარგი წლები გავიარე ჩემს ქმართან ერთად... მხიარულებით, ნიჭიერებით, შემოქმედებითად დატვირთული ოჯახი მქონდა. ორივე ვქმნიდით ამას. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. დიდი სახლი გვქონდა, უამრავი სტუმარი გვყავდა. იმდენი სპექტაკლი იქმნებოდა ჩვენს სახლში და ისეთი მუსიკა იწერებოდა, მე უფრო მოგებული ვარ (იცინის).

წყარო: პრაიმტაიმი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
რუსუდანი
როგორც ვატყობ, ერთი ვრცელი და არგუმენტირებულ ინტერვიუ საჭიროა! რას სჩადიოდა "ფუნდამენტალური" ოჯახის ქმრიანი ქალი" წინა ცხოვრებაში და როგორ და რატომ მოხდა ეს ამბავი! რატომ არ უნდა მის ყოფილ ქმარს წინა ცხოვრების გახსენებაც კი თავის "სპექტაკლებიანად"რატომ გამოუგზავნა ღმერთმა სასჯელი!როგორ მომიხსენიებდა მე ცუდ მუსიკოსად და მომღერლად! რა მზაკვრობები და სიბინძურეები აქვს ჩადენილი ადამიანების წინაშე! არასოდეს პასუხი არ გამიცია..ახლა კი ნამდვილად დავარღვევ დუმილს და დავადუმებ საბოლოოდ!!!! რაც ახლახანს გაბედა და ჩაიდინა, ამაზეც პასუხს აგებს!!! პ..ს. თუ გარისკავს და მუსიკოსობაშიც შემეჯიბრება, მზად ვარ ჯიბეში ჩავისვა თავის როალიანად! #ნუთამაშობწესიერქალს #მეტისიმართლე
12:21 / 27-02-2019
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
როგორც ვატყობ, ერთი ვრცელი და არგუმენტირებულ ინტერვიუ საჭიროა! რას სჩადიოდა "ფუნდამენტალური" ოჯახის ქმრიანი ქალი" წინა ცხოვრებაში და როგორ და რატომ მოხდა ეს ამბავი! რატომ არ უნდა მის ყოფილ ქმარს წინა ცხოვრების გახსენებაც კი თავის "სპექტაკლებიანად"რატომ გამოუგზავნა ღმერთმა სასჯელი!როგორ მომიხსენიებდა მე ცუდ მუსიკოსად და მომღერლად! რა მზაკვრობები და სიბინძურეები აქვს ჩადენილი ადამიანების წინაშე! არასოდეს პასუხი არ გამიცია..ახლა კი ნამდვილად დავარღვევ დუმილს და დავადუმებ საბოლოოდ!!!! რაც ახლახანს გაბედა და ჩაიდინა, ამაზეც პასუხს აგებს!!! პ..ს. თუ გარისკავს და მუსიკოსობაშიც შემეჯიბრება, მზად ვარ ჯიბეში ჩავისვა თავის როალიანად! #ნუთამაშობწესიერქალს #მეტისიმართლე
12:20 / 27-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ანა
კაცები ნიჭიერი და ჭკვიანი ქალების გვერდით იკარგებიან და სხვაგან მიძვრებიან, ვითომ ძაან მოთხოვნადებია. ნახავენ მერე ვინმე შტერს და მოიყვანენ. ასაკიან კაცებს უხარიათ და ვერც ხვდებიან, როგორ შეაბეს, აბა ,,დიმიტრი გელოვანს" ცანცარა ბერიკაცს ვინ დაუტოვებდა :)
23:10 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
!!!
ოხ მარინაჩკა ა კაკჟე . ოჯახს როცა ემსახურები მონობაა?
21:11 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
-------
საოცრება!!!!! ხან მონა არ ვიქნებოდიო,თუ ასეთი დესპოტი იყო,ბედნიერი როგორ იყო შენთვის ეს წლები,არ მესმის ამ ქალის და მომკალით,მაგრამ იმ კაცის მიკვირს ამდენი წლების მანძილზე ამ აფთარს როგორ უძლებდა.
15:01 / 28-05-2018
გამოხმაურება / 1 /
მონობა და ცოლობა სხვადასხვა
--- აფთარი და დესპოტი ეხლა ეყოლება წლებს რომ მოუგრიხავს და მერე ზღურბლზე დატოვებს
00:16 / 27-02-2019
TOPS