დეა სტალინსა და ბერიაზე ხშირად ფიქრობს, უფრო მეტიც, ის სტალინის ნათლია გახდა, ოღონდ სიზმარში.
"სტალინი ავსტრიაში წასვლის წინ მესიზმრა. ეს სიზმარი ალბათ იმას მოასწავებდა, რომ ავსტრიაში მოვხვდებოდი 9 მაისის ღონისძიებაზე. სტალინს უდიდეს პატივს ვცემ. ასევე ბერიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღე და ღამე მათზე ფიქრში ვათენებ და ვაღამებ. თვე არ
ერთ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ უშფოთველად მეძინა, ვხედავ ასეთ სიზმარს: მე და დედაჩემი, ვიმყოფებით ტაძარში, სადაც სტალინს ეცვა თეთრი ფორმა, ულამაზესად დიდებულად გამოიყურებოდა. ჩვეულებრივად მიმდინარეობდა მისი ნათლობის ცერემონიალი. მას მე ვნათლავდი. ჯვარი დავკიდე, გავაქრისტიანე და გავხი მისი სულიერი დედა.
მახსოვს, დედას სიზმარში ვუთხარი, ძალიან მერიდება, როგორ უნდა ვიყო სტალინის ნათლია. არ მჯერა, რომ მე ვნათლავ-მეთქი. დედამ მითხრა: მერე რა? თვით ქრისტე, იოანე ნათლისმცემელმა მონათლაო. როცა გავიღვიძე, დიდი სიხარული ვიგრძენი".
ჟურნალი "თბილისელები"