28 მაისი, 2018
დეა ადამია სიზმარში სტალინის ნათლია გახდა
სოციალური ქსელების ვარსკვლავმა დეა ადამიამ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა. ის ქვეყანას თამარ მეფის ხანის დაბრუნებას პირდება და ამის განხორციელებას ჩამოყალიბებული პარტიით "ახალგაზრდა სტალინელებით" გეგმავს.

დეა სტალინსა და ბერიაზე ხშირად ფიქრობს, უფრო მეტიც, ის სტალინის ნათლია გახდა, ოღონდ სიზმარში.

"სტალინი ავსტრიაში წასვლის წინ მესიზმრა. ეს სიზმარი ალბათ იმას მოასწავებდა, რომ ავსტრიაში მოვხვდებოდი 9 მაისის ღონისძიებაზე. სტალინს უდიდეს პატივს ვცემ. ასევე ბერიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღე და ღამე მათზე ფიქრში ვათენებ და ვაღამებ. თვე არ
გავა, მათზე რომ არ გავიფიქრო.

ერთ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ უშფოთველად მეძინა, ვხედავ ასეთ სიზმარს: მე და დედაჩემი, ვიმყოფებით ტაძარში, სადაც სტალინს ეცვა თეთრი ფორმა, ულამაზესად დიდებულად გამოიყურებოდა. ჩვეულებრივად მიმდინარეობდა მისი ნათლობის ცერემონიალი. მას მე ვნათლავდი. ჯვარი დავკიდე, გავაქრისტიანე და გავხი მისი სულიერი დედა.

მახსოვს, დედას სიზმარში ვუთხარი, ძალიან მერიდება, როგორ უნდა ვიყო სტალინის ნათლია. არ მჯერა, რომ მე ვნათლავ-მეთქი. დედამ მითხრა: მერე რა? თვით ქრისტე, იოანე ნათლისმცემელმა მონათლაო. როცა გავიღვიძე, დიდი სიხარული ვიგრძენი".


ჟურნალი "თბილისელები" 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ბლეყვი დეა
ვისზე აქვს გათვლილი ამ ბლეყვს
02:16 / 29-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკკკ
ეს გოგო მართლა გულწრფელად მეცოდება და რატო არ ვიცი, რაგაცნაირად სიცოდვილს იწვევს
15:47 / 28-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ანა
ამ არსებას ფსიქიატრიც ვეღარ უშველის.. ღმერთო ჩემო!
14:26 / 28-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS