დათო ევგენიძე
1. მისმა პირველმა ფრანგმა ქალიშვილმა, ანჟელიკამ 8 წლის ასაკში გაიგო, რომ ოჯახის ახლობელი, რომელიც საჩუქრებით ანებივრებდა, სინამდვილეში მამამისი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა მუსიკოსმა, რომ ანჟელიკას დედა სთხოვდა მას, შვილისთვის არ გაემხილა, რომ მამამისი იყო, სწორედ ამიტომ 8 წელიწადი ისე ურთიერთობდა შვილთან, როგორც ოჯახის ახლობელი.
2. დათო I-II კლასის მოსწავლე იქნებოდა, როცა მუსიკის წერა დაიწყო. ოჯახში თავდაპირველად ამ ფაქტის აღქმა გაუჭირდათ. მეტიც, დათოს მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო,
3. დათო ევგენიძე თავის დამოკიდებულებას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი არ მალავს. მან მძიმე კაცთან ინტერვიუში თქვა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ნარკოტიკს იღებდა: მარიხუანას - მოზარდობის, ბიჭობის პერიოდში, ცოტა მოგვიანებით, როცა ამერიკაში მოღვაწეობდა - კოკაინზე გადავიდა. დათო ევგენიძის თქმით, მისი კავშირი უფრო მჭიდროა ალკოჰოლთან. მუსიკოსი ამბობს - "რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკს, კარგა ხანია გავანებე თავი. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი იმ ასაკის გახდა, რომ შეეძლო მიმხვდარიყო, მამა კაიფშია, მაშინ მივხვდი, რომ დასრულდა..."
თამთა გოდუაძე
1. თამთას ნახევარძმის შესახებ ცოტამ თუ იცის საქართველოში, საბერძნეთში ის ყაჩაღობის გამო იხდიდა სასჯელს. 23 მაისს თამთა გოდუაძე მამიდა გახდა, მის ძმას, ლადოს გოგონა შეეძინა.
2. თამთა ცოტა ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად შეყვარებულთან, პარის კაციდოკოტოსთან ერთად. წყვილი სანამ ურთიერთობის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდოდა, დაშორებას აპირებდა, მაგრამ გაზეთ "Real life"-ში დაწერეს, რომ ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა - მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს.
3. თამთა საბერძნეთში სტილის კერპად ჰყავთ აღიარებული. ჟურნალი „Celebrity"-ის გარეკანზეც ჟურნალის რედაქციამ ქართველი მომღერლის, თამთა გოდუაძის ფოტო განათავსა და მასალას შემდეგი სახის წარწერა გაუკეთა: „სტილის კერპი“. თამთა საბერძნეთში ძალიან უყვართ.
ნანიკო ხაზარაძე
1. ნანიკოს ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან. წყვილი ერთად არსად დადიოდა, საერთო სურათიც კი არ ჰქონდათ. "რეიტინგში" მიცემულ ინტერვიუში გიორგი კეკელიძემ თქვა, რომ მას და ნანიკოს არ ჰქონდათ ისეთი სერიოზული ურთიერთობა, რომ მისი მშობლებიც ჩარეულიყვნენ მათი სიყვარულის ამბავში. გარდა ამისა, გიორგიმ ნანიკოსთან ურთიერთობის დროს გამოსცა წიგნი, რომელიც ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა.
2. ნანიკომ ავარიის გამო დაკარგა მეორე შვილი. მან არც კი იცოდა, რომ 7 კვირის ორსული იყო, როცა ჭავჭავაძეზე ავარიაში მოყვა. როგორც თავად ამბობს, ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა კიდევ ერთი შვილი, თუმცა, ნანიკოს ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვის დაბადება არ შეიძლებოდა. "ყველა ექიმი შეთანხმდა, რომ ეს ბავშვი ვერ გაჩნდებოდა, რადგან ჩემი ორგანიზმი ამას ვერ აიტანდა, აბორტსაც ვერ ვიკეთებდი, იმიტომ, რომ მენჯები იყო დალეწილი. 5 თვეს გადაცდენილი ვიყავი, კარგი დიდი ორსული ვიყავი, როცა ტრავმატოლოგებმა მომცეს აბორტის გაკეთების ნებართვა. მოკლედ, ვერ გავაჩინე შვილი, რომელიც ძალიან მინდოდა…"
3. ნანიკოს კატებისადმი განსაკუთრებული სიყვარულიც სწორედ ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიასთანაა კავშირში. თურმე, ექიმებს მისი მოტეხილობების მდებარეობასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვიათ, ამის მიხვედრაში ტელეწამყვანს შინაური ცხოველი დაეხმარა, რომელიც არ შორდებოდა იმ ადგილიდან, რომელზეც სინამდვილეში უნდა გაემახვილებინათ ყურადღება ექიმებს.
სტეფანე
1. მშობლები ღრმა ბავშვობაში გარდაეცვალა, ის ოჯახის ტრაგედიაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ლაპარაკობს. ერთხელ, მომღერალმა დედამისის 48-ე დაბადების დღეზე ემოციური განცხადება გააკეთა:
"დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. 48 წელი შეუსრულდა და ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში. ერთი ნაოჭიც არ ჰქონია. უკვე 18 წელი გავიდა რაც არ არის აქ და პირველად ვულოცავ ასე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი). საქართველოში არ ვარ, რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან ... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან, როცა ვაბრაზებდი: "სანამ დედა გყავს, არ დაბერდები" ხო და ნაადრევად კი დავბერდი.
(უცნაურია, როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ)."
2.სტეფანემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთი შვილი ნახევრად აყვანილი ჰყავს.
"ყველაზე მაგარი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, შვილია...
ვისაც ვერ გყავთ, აიყვანეთ... ჩადექით რიგში... მაინც მაგაზე მაგარს ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებთ. მეც მყავს ერთი ნახევრად აყვანილი და მაგარია (ნუ ჩამეკითხებით) ესეთი სენტიმენტალური ვარ, როცა შორს ვარ, ამიტომ იმედია გამიგებთ...", - წერს სტეფანე.
3. მომღერალი ერთხელ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. აბაზანაში მინის კარი დაიმსხვრა, ხელები დაეჭრა და შესასვლელი კარი ჩაეკეტა.
„დღეს აბაზანის კარი რომ გავაღე, ასეთი უცნაური რაღაც შემემთხვა - კარი მთლიანად ჩამოიმსხვრა, ხელები გადამეჭრა და გასასვლელი კარიც ჩაიკეტა...
შიშველი შველას ვითხოვდი, თან სისხლი მომდიოდა ხელებიდან...
ეხლა რადგან ამ პოსტს ვწერ კარგად ვარ..
თუ რა გადარჩენილი ვარ, თავად შეაფასეთ...", - დაწერა სოც. ქსელში სტეფანე მღებრიშვილმა და აბაზანის სურათები გამოაქვეყნა.
მერიემ კაკაურიძე