მარინა ბერიძე გიორგი გაბუნიას ურჩევს, გაერკვეს პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანია თუ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი.
ბერიძის თქმით, მან ყველა ქართული სიმღერა ზეპირად იცის, კომპოზიტორების ბიოგრაფიებიც ახსოვს, ხოლო გაბუნია ამ ყველაფერს გუგლში ეძებს და მეცადინეობს.
– რა ხდება კონცერტის დამთავრების შემდეგ, თუ ეუბნებით ხოლმე შენიშვნას თუნდაც გაბუნიას მწარე კრიტიკისთვის...
– მე არავის შენიშვნას არ ვეუბნები, იქ ბევრი სხვა ადამიანი მუშაობს ამისთვის. მე მივდივარ ნახევარი საათით ადრე კონცერტამდე და დამთავრებისთანავე მოვდივარ. გაბუნია ახალგაზრდა ბიჭია, უნდა გაერკვიოს, პოლიტიკური თოქშოუს წამყვანია თუ
შოუბიზნესის წარმომადგენელი. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაცაა. ძალიან მიყვარს გიორგი გაბუნია, მაგრამ ვერ ვიგებ პოლიტიკისა და შოუბიზნესის თანხვედრას. ძალიან განათლებული ბიჭია, მაგრამ... მე ინტერნეტში არ ვეძებ სიმღერებს, არც ადამიანებს არ ვგუგლავ, 70 წლის ვარ, მითხარით ნებისმიერი ადამიანის სახელი და გვარი და ტვინში დაგიგუგლავთ. ყველა სიმღერა ვიცი, ყველა კომპოზიტორი, სად დაიბადა, მათი ბიოგრაფიები. ნახევარი სიმღერები ჩემს სახლში დაიწერა. გიორგი გუგლავს, ეძებს და მეცადინეობს, ძალიან მონდომებულია, მაგრამ ჩემთვის მაინც ნონსენსია.
– მღეროდა კიდეც გაბუნია, ხომ გვანახეთ „მხოლოდ ქართულში“ მისი ძველი გამოსვლა...– პლუსზე კარგად მღეროდა კი (იცინის).
წყარო: პრაიმტაიმი