23 მაისი, 2018
რას ყვება სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ტაქსის მძღოლზე? - "ამ ყველაფერს აკეთებს ბნელი 90-იანელების თაობა"
"ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოც. ქსელში დაწერა, რომ ის ხშირად ხდება ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ლუკას მურუსიძემ ბოლო ინციდენტი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, უკვე მეშვიდე შემთხვევაა ამ თვეში, დეტალურად აღწერა:

"უკვე ძალიან დიდიხანია მინდა ამის გახმაურება და იმედი მაქვს, რაიმე შედეგი მოყვება. ესე იგი, სამსახურის გამო, მიწევს გვიან სახლში დაბრუნება და ძირითადად, ტაქსითი მგზავრობა, რაც უკვე მეშინია კიდეც. მიზეზი კი ისაა, რომ ყოველი მეორე ტაქსისტი ცდილობს ჩემზე და არამარტო სექსუალური ძალადობით სარგებლობას. ბოლო შემთხვევა
კი დღეს მოხდა. როდესაც რუსთაველზე გავაჩერე ტაქსი, ჩვეულებრივად ვუთხარი დანიშნულების ადგილი, ჩავჯექი და დაიწყო ეს ამაზრზენი მგზავრობა. ცოტახანში მან დამიწყო კითხვების დასმა, თუ საიდან მოვდიოდი გვიან ღამით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხები იყო ძალიან მოკლე, რადგან დაღლილი ვიყავი, რაც შეიძლება მალე მსურდა სახლში მივსულიყავი. თან სურვილი არ მქონდა, მის კითხვებზე, პასუხი გამეცა და ბოდიშის მოხდის შემდეგ, ყურსასმენი გავიკეთე, ცოტახანში, მან ძალით წამაძრო ყურსასმენი და დამიღრიალა, რომ გეკითხები მიპასუხეო!

რომ ვიკითხე თუ რა ხდებოდა, მიპასუხა მშვიდი ტონით: ჩემთან სახლში მიგიყვან და სექსი გინდაო? ჩემთვის არ იყო პირველი შემთხვევა და როგორც უკვე გამოცდილმა, მსგავსი სიტუაციებისადმი, ვუპასუხე, რომ სასწარაფოდ გაეჩერებინა მანქანა. მან უფრო მოუმატა სიჩქარეს და თქვა, რომ ძალიან უნდოდა და რომ მეც მომეწონებოდს (ამ დროს თავის სასქესო ორგანოსაკენ წაიღო ხელი ).
მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ თუ არ გააჩერებდა მანქანას, პოლიციას გამოვიძახებ და „დაგენძრევათქო!“ ამ სიტყვების შემდეგ, სადღაც გადაუხვია, გააჩერა, მკლავზე ხელი ჩამავლო და მიღრიალა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, მომკლავდა და რასაკვირველია დანა ამოიღო, რომლითაც დამემუქრა.

შემდეგ მშვიდად ხელის ფათური დაიწყო, ხოლო მე, წარმოიდგინეთ და ვერც კი ვცდილობდი მანქანიდან გადმოსვლას, რადგან მას, ძლიერად ეჭირა ჩემი მკლავი და მახსოვდა დანა. როგორც იქნა, ვცადე გადმოსვლა, ყვირილი დავიწყე, იდაყვით შევეცადე ფანჯრის ჩალეწვა, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც უფრო გაბრაზდა და თმებში ჩამავლო ხელი, შეშლილივით წარმოთქვა, რომ გავჩერებულიყავი და წყნარად გადავთრეულიყავი მანქანიდან, ამას კი გინება და ათასი, არაცენზურული სლოგანი მოაყოლა. რაც შემეძლო სწრაფი ტემპით, ჩანთას ჩავავლე ხელი და რასაც ქვია, გადმოვხტი მანქანიდან. მომაძახა, რომ თუ რაიმე სახით, შევეცდებოდი ამ ამბის გამხაურებას, ის მიპოვიდა და მუქარას აღასრულებდა...

ალბათ მიხვდებით. მოკლედ, ეს პირველი შემთხვევა არაა, ამ თვეში უკვე მეშვიდეა და ალბათ, ვერც დავითვლი სულ, ჯამურად რამდენი იყო და კიდევ რამდენი იქნება... და ძალიან დიდი თხოვნაა რომ გააზიაროთ, რათა ხალხმა ნახოს! დაე, იქნებ ბოლო მოეღოს ამ ძალადობრივ ფაქტებს!"

Rating

ჩვენ დავუკავშირდით ლუკას მურუსიძეს, რათა გაგვეგო, აღნიშნული ინციდენტის შესახებ თუ მიმართა სამართალდამცავებს.

- არა, ჯერჯერობით არ მიმიმართავს სამართალდამცავებისთვის, თუმცა, ვაპირებ ახლო მომავალში შევატყობინო ამ ფაქტის შესახებ. ასევე, არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ვაპირებ, გავმართო ე.წ აქციები მეგობრებთან ერთად.

- ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შემდეგ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უფრო გააღიზიანებთ?
- კი, ბოლო პერიოდში ბევრი აქციები დაემთხვა და შესაძლებელია ამით უფრო გაღიზიანდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, გაჩუმება არ შეიძლება. მე არ ვარ ერთადერთი დაზარალებული, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც იგივე პრობლემა აქვს.

- თქვენ ამბობთ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. სხვა დროს მიგიმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის? თუ კი, რა რეაგირება მოჰყვა ამას?
- კი, მხოლოდ ერთხელ გამოვიძახე პოლიცია. განვაცხადე მისი ნომერი, განყოფილებაში მომიწია დაცდა, განაცხადის დაწერის შემდეგ წამოვედი და არ ვიცი, რა ბედი ეწია იმ კაცს...

- რატომ მხოლოდ ერთხელ? რატომ იკავებდით თავს სხვა შემთხვევებში?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეგონა, მხოლოდ მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. მოგვიანებით გავიგე, რომ ბევრი სხვა ადამიანი ყოფილა მსგავსი მოძალადეებისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. ახლა, როცა გავაანალიზე, რაოდენ მასშტაბურია ეს პრობლემა, უცილებლად მოვაწყობთ აქციებს და ყველანაირად შევეცდებით, აღმოვფხვრათ ეს პრობლემა.

- "ფეისბუქის" ერთ-ერთმა  მეგობარმა დაგიწერათ, რომ უცნაურად მიაჩნია ეს ფაქტი, რადგან თავად არასდროს ყოფილა სექსუალური შევიწროვების ან ძალადობის მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მგზავრობს ტაქსით. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდებით თქვენ ასე ხშირად მსგავს სიტუაციაში?

- კი, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ამ აქციების გამართვას. ამ ყველაფერს აკეთებს ბნელი 90-იანელების თაობა, რომლებიც 17 მაისს სკამებით მოგვსდევდნენ. დღესაც კარგად მახსოვს მათი სახეები, ბევრი მათგანის ამოცნობა შემიძლია, თუმცა,  შეგნებულად არ ვიტყვი კონკრეტულად სახელებს. მინდა, მივმართო ნახევარ თბილისს, ბევრი ისეთი რამ ხდება ქალაქში, რის შესახებაც თქვენ არაფერი იცით.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
თინი
რა სისულელეებს ბჟოტიალობ რა, ბლა-ბლააა არ მოგწონს საქართველო? გაკავებს ვინმეე? წადი იქ სადაც "ფეხგაშლილი" შეგებებებიან,უუძალიან-უმაგრეს ვიდზე ვარ და ტაქსის მძღოლები მე აღარ მაწუხებენ, თუ როარავინ გაწუხებს ამიტომ აპრუწუნდიი? ვაიიიხ... რატომ მბლოკაააააააააააააააააააააავთ
11:38 / 25-05-2018
გამოხმაურება / 0 /
თინი
რა სისულელეებს ბჟოტიალობ რა, ბლა-ბლააა არ მოგწონს საქართველო? გაკავებს ვინმეე? წადი იქ სადაც "ფეხგაშლილი" შეგებებებიან,უუძალიან-უმაგრეს ვიდზე ვარ და ტაქსის მძღოლები მე აღარ მაწუხებენ, თუ როარავინ გაწუხებს ამიტომ აპრუწუნდიი? ვაიიიხ...
11:33 / 25-05-2018
გამოხმაურება / 0 /
MACHO
შე მართლა ბნელო, ნისლი გაქვს გადაკრული იმ ერთ უჯრედზე, ისიც თუ გაგაჩნია. ყველა თაობა ახალი გამოწვევის წინაშე დგება და ვინც თავს ვერ ართმევს , წინა თაობას აბრალებს. დიდი ბოდიში, თუ ბიოთი გაბრუებული და ჭინკის გამომეტყველებით არ დავდივართ, უგზო-უკვლო დემოკრატიას ითხოვთ და მომავალი ცალ საყურეზე გკიდიათ. უჟასი არსება ესა
11:59 / 24-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლია
ამ ეტაპზე ყველაზე რეალური გამოსავალია ტაქსის ოფიციალური გამოძახება ტაქსოპარკიდან.
16:27 / 23-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS