ინგა გრიგოლია კი მის მიმართ განხორციელებული ადევნებისა და მუქარის ფაქტზე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული პიროვნება მას გარკვეული ქონებისა და თანხის გამოძალვის მიზნით ემუქრებოდა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს არის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი. უფრო მგონია, რომ არარსებულ ისტორიებს იგონებდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. სინამდვილეში საქმე გვაქვს სერიოზულ თაღლითთან, რომელიც ჩემგან ითხოვდა
-ანუ ფიქრობ, რომ შესაძლოა, აი, ამ თაღლითური და შანტაჟის გზით ცდილობდა თანხის ან რაიმე სახის ქონების გამოძალვას?
-ხო, მგონია, რომ რაღაც ასეთი ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ვერავინ დამაჯერებს, რომ შეურაცხადი ადამიანი ასე წინასწარი გათვლით მოქმედებს. თან მე რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანი წარსულში ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც პირველად მივმართე საგამოძიებო ორგანოს. შესაბამისად, მის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული კიდევ უფრო მიმყარებს ეჭვს, რომ საუბარია არა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანზე, არამედ პირზე, რომელისთვისაც ყაჩაღობის, თუ სხვა რაიმე გზით თანხის გამოძალვა, ჩვეულებრივი ამბავია.
წყარო: პრაიმტაიმი