- ჩემთვის დაუვიწყარი დედაჩემი ლილი შავერზაშვილია. ცოტა დროა გასული, რაც ჩემ გვერდით აღარ არის. ჩემთვის ამ თემაზე ლაპარაკი საკმაოდ მძიმეა. უბრალოდ, შინაგანად სულ ვცდილობ, მის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ის ყველაზე მეტად მაკლია. ყველაზე ღირებული ადამიანი იყო ჩემთვის. გული მარტო იმაზე მწყდება, რომ ძალიან ბევრი რამ
ეს ძალზე პირადულია... ალბათ, ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრების ტვირთია და სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ატარო. მონატრება არ ნელდება, პირიქით - უფრო და უფრო ძლიერდება... დედა ყველას მიმართ კეთილგანწყობილი გახლდათ. ის 77 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან - მიზეზი ინსულტი იყო... ძალზე ფრთხილი იყო, რადგან დედისერთა გახლდით, სულ ნერვიულობდა და ჩემზე განსაკუთრებულად ზრუნავდა.
მისთვის "გვიანი" შვილი ვიყავი. დედას, რომელსაც შვილი უყვარს, თავისი პირმშო სულ ედარდება - ამას ყოველ წუთს ვგრძნობდი და ყოველ წუთს გამოხატავდა. ვნანობ, რომ შემეძლო, მასთან მეტი დრო გამეტარებინა, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა, და ვერ მოვახერხე. საყვარელი ადამიანის დაკარგვას არავინ ელოდება - ეს ყველასთვის მოულოდნელია... რის გამო მსაყვედურობდა? მწეველი ვარ და დედა ამაზე სულ მსაყვედურობდა - სიგარეტს ნუ ეწევიო... გაგრძელება