ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის მეორე როლია. დამწყები მსახიობი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა და გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ლევან, ახალი სახე ხართ კინოში. როგორ აღმოჩნდით "ჩემი
- სოციალური ქსელიდან მიპოვეს, დამირეკეს, გავედი კასტინგზე და როლზე დამამტკიცეს. ეკონომისტი ვარ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ეს ნაბიჯი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გადავდგი - მეტყველების პრობლემა მქონდა. ბავშვობაში მეზობელმა შემაშინა და მეტყველების პრობლემა შემექმნა. უმაღლესში ჩაბარების პერიოდში მეტყველება არ მქონდა გამოსწორებული. ვნანობ, რომ არ ჩავაბარე, რადგან ამის გამოსწორება შეიძლებოდა.
ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია, როგორც ჩემი პროფესიით, სხვა განხრითაც. 16 წლიდან ვმუშაობ, ჯერ თურქეთში დავდიოდი სეზონურად, სადაც დაივინგის ინსტრუქტორი ვიყავი. შემდეგ ტურისტულ სფეროში გადავერთე, სასტუმროების ქსელებში ვსაქმიანობდი. ახლა მენეჯერი ვარ.
- ვატიკანაში ნახულობ საერთოს, გგავთ რაიმე თვისებით?
- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, მაგრამ რაღაც-რაღაცებით მგავს, როგორც ვატიკანას, ისევე მეც, ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, რაც სხვამ არ იცის და რასაც საკუთარ გარემოში ვაკეთებთ. ერთი ესაა დიდი მსგავსება, რომ მეც და ჩემი პერსონაჟიც, ასე თუ ისე, ორმაგ თამაშს ვთამაშობთ. დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი მსგავსება არაფერია. განაგრძეთ კითხვა