14 მაისი, 2018
"იქს ფაქტორზე“ აღარ ვსაუბრობთ" - მაკა ზამბახიძის პირველი კომენტარი ქალიშვილის "იქს ფაქტორიდან" გაგდების შემდეგ
"იქს ფაქტორი“ გარდამტეხ ფაზაში გადადის, კონკურსი სულ უფრო დაძაბული ხდება. პროექტში მოსახვედრად ერთმანეთს უამრავი ნიჭიერი ვოკალისტი ძლიერ კონკურენციას უწევს. მათ შორის გასულ კვირას, "იქს ფაქტორის" კასტინგზე გამოსული მომღერალი მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძეც იყო, მისმა სიმღერამ ჟიურიც მოხიბლა და მაყურებელიც, თუმცა, როგორც ირკვევა, ,,სკამების ტურზე” ის პროექტს გამოეთიშა.

დღეს სწორედ ,,სკამების ტურში“, კატეგორია ,,შემსრულებლები 17 წლამდე“ წარსდგებიან. მათი მენტორი ნანიკო ხაზარაძეა, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე სალომეს შესრულება იმდენად მოუწონა, რომ აღნიშნა: ,,დღეიდან მაკა არის ,,სალომეს დედა“.

სტეფანემ კი დაამატა: ,,შენ არ გავდი არც ადელს, არც დედას, შენ იყავი შენ“. სალომე ჩიტაძე არა მხოლოდ მომღერალი, არამედ კომპოზიტორიცაა, მას არა ერთი სიმღერა აქვს დაწერილი, რომელზეც დედასთან ერთად კლიპიც გადაუღია, ის ტექსტიც ავტორიც თავად არის.

შეგახსენებთ, რომ სალომე წარმატებული ქართველი მომღერლის - მაკა ზამბახიძის შვილია; მაკას კი კონკურსში მონაწიეობის მიღების უდიდესი გამოცდილება და ამასთან ერთად უზარმაზარი გამარჯვება მოპოვებული აქვს.


OK! მას ესაუბრა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

,,მეორე ტურში არა დარბაზში, არამედ გულშემატკივართა ოთახში ვიყავი, სადაც სამწუხაროდ, სიმღერის ხმა თითქმის არ ისმოდა, ამიტომ ეთერში მის გამოსვლამდე შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ზოგადად ვიტყვი, რომ სალომეს დიდი პოტენციალი აქვს; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 17 წლის არის და მრავალმხრივ სჭირდება გაზრდა, ისე როგორც ყველა მომღერალს.“ განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS