ტარიელ კაკაბაძე
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ტარიელ კაკაბაძე არა ერთი გახმაურებული საქმის ადვოკატია. მათ შორის არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და დავით ოთხმეზურის საქმე. ტარიელ კაკაბაძე წარსულში სპორტით იყო გატაცებული, ის საბრძოლო ხელოვნების
ირაკლი ჩომახაშვილი
ახალგაზრდა ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლოს და ეს ბუნებრივიცაა, ის უდაოდ უსიმპატიურესი მამაკაცია. ირაკლი წარსულში მორაგბე იყო, ახლა სპორტის ამ სახეობას თავი დაანება, თუმცა, მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ის ბევრს ვარჯიშობს და საკუთარ კუნთებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ირაკლი სტამბოლი-თბილისის რეისზე გარდაცვლილი მგზავრის ოჯახის და ბუდაში დამალული 9 კილო ჰეროინის საქმის ადვოკატია.
ლევან აფრასიძე
ლევან აფრასიძე ყველაზე პატარა ადვოკატია, თუმცა, ტარიელ კაკაბაძესთან ერთად არა ერთ გახმაურებულ საქმეზე მუშაობს. მათ შორის არის ასლან ბეჟანიძის საქმე. ლევან აფრასიძე საზოგადოებამ ხატია დეკანოიძის შვილის დაკავების შემდეგ გაიცნო. მის ინტერესებს სწორედ აფრასიძე იცავდა.
რამაზ ჩინჩალაძე
რამაზ ჩინჩალაძე ძალიან ცნობილი ადვოკატია, ის 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმის ადვოკატია. ჩინჩალაძე იცავდა ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ინტერესებს.
დავით ბარბაქაძე
დავით ბარბაქაძე იცავს ოლეგ ფაცაციას, ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის უფლებებს.
დავით ასათიანი
სიმპატიურ ადვოკატთა ჩამონათვალში დამსახურებულად მოხვდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. ასათიანი საადვოკატო საქმიანობას 1999 წლიდან ეწევა და არა ერთი გახმაურებული საქმის უფლებადამცველი იყო.