09 მაისი, 2018
"საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე მოაყოლა იდეა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.

- ქალბატონო გუგული, სოციალურ ქსელში მიგითითებენ, საკუთარ ჭარბ წონას მიხედოსო...

- ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას.

მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც
კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვჭამდი. დედაჩემი მართმევდა, ჭამის დროს წიგნის კითხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი. რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე.

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს - მეზარება.

- დიეტაზე ყოფილხართ?
- არა, 10-15 კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესად ვივლიდი. მაგრამ დიეტას იმხელა ნებისყოფა უნდა... ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ერთადერთი ვცდილობ, საღამოს გვიან არ ვჭამო.

- ტკბილი გიყვართ?
- ნამცხვრები არ მიყვარს. მაგრამ ჩაის და ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვამ. ან ჯემი ან თაფლი უნდა მივაყოლო ან შაქარი. ვცდილობ,  ყავისფერი შაქარი გამოვიყენო, რადგან ამბობენ, რომ უკეთესია.

- ტკბილეულის გაძვირებაა საჭიროო, გითქვამთ?

- ასე არ მითქვამს. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ე.წ. შაქრის გადასახადი და სხვა რეგულაციები.

- ხალხს ძალიან უჭირს და ყავისფერ შაქარს როგორ იყიდის, რომელიც საკმაოდ ძვირია?
- თუ უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია, ნუ დალევენ შაქრიანს.


ჟურნალი "სარკე"
რუსუდან ადვაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
MARI XUANA
დაგვიანებული კლიმაქსი
22:58 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
ამ ქალის აზრი არავის აინტერესებს.რას გვტენით.პენსიაზე არ აპირებს?
20:37 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
გუგუ
ურცხვი დედაკაცი, არც კი გრცხვენია, მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონია. ხალხი ყავისპერი შაქრისგან და ხიზილალას ჭამისგან კი არ არის გასუქებული, ძლივს ლობიოს რომ მოხარშავს და დილას და საღამოს მას რომ მიირთმევს და ვალად ნაყიდ პურს რომ ეძალება და თან დარღვეული აქვს ჯანმრთელობა და ნერვიული სისტემა, ეს ასუქებს, მაგრამ შენ რა...
20:31 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლალი
შენ არ გეღირსოს შაქრიანი ჩაის დალევა ხალხი ხმელა პურზე გყავთ გადაყვანილი პურის მეტს არაფერს ჭამენ და საფუარით არიან გაბერილები შენ რა გასუქებს ღორო დედაკაცო შენ მაძღარი რომ ხარ ყველა მასე გგონიათ ხალხს ხამსახურები მიეცითრ და რომ იმოძრავებენ ასე აღარ გასუქდებიან თუ ხალხზე ნერვიულობ და პატარა ბავშვებზე გააკეთეთ სკრინინგი ბავშვებისთვის ვისაც სიმსუქნისზკენ მიდრეკილება რომ აქვს 700 ლარი ჯდება ბავშვის ანალიზები და კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან მაგრამ ეს რომ გააკეთოთ თქვენს ღორ მუცლებში და ჯიბეებში რაღა ჩავა ფასის გაზრდა გინდათ ყველაფერზე და რარაცა იდიოტობებს იგონებ
20:19 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
დავით123
რა უგუნური ყოფილა ეს ადამიანი, არადა ხალხი შიმშილს რომ გადაურჩეს სწორედ ამ იაფფასიან ცომეულზე და ტკბილეულზეა გადასული!! ხალხი დაასაქმეთ და ხელფასები მოუმატეთ!!!
18:19 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელი
თქვენ კი ტვინში რომ არ გიჭირდეთ ქ-ნო გუგული,გეცოდინებოდათ რომ საჭმლის უქონლობის გამო ნერვიულობაზეც სუქდებიან... და თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა,არ დამღუპოთ ჩემი პენსიის 80% თქვენია!
17:03 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
პური და კარტოფილი ასუქებს ხალხს, რადგან მეის ყიდვის ტავი არ ააქვთ. 300-400 ლარი რომ არის საშუალო ხელფასი იცის ამ ქალმა ?
16:56 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ისეთი ქვეყანა შევარცხვინი, შენისთანები რეგულაციებს რომ დაუწესებენ. შე უტვინო დედაკაცო, აქამდე მთელი საქართველო მასხარად გიგდებდა და ეხლა ყველას შენი გაგლეჯვა უნდა.მსუქნები იმიტომ არიან, რომ ჭამენ იმას, რაც აქვთ და არა ტორტებსა და შოკოლადებს. ნორმალურისაჭმელი რომ არა აქვთ, ლობიო, სუპი, კვერცხი, ბურღულეული და ბეეევრი პურია მათი ულუფა.შენ ღორივით ჭამას ვერ გადაეჩვიე და ხალხს უბრალო ტკბილეულს როგორ უკრძალავ. არარაობავ ერთხელაც იქნება გაგიფენს წიხლქვეშ ვინმე. სულ ხომ არ იქნები სავარძელში ჩანეხვილი. როგორც ვატყობ, ბიძინა ტელევიზორს არ უყურებს, თორემ შენისტანა დარეხვილს მანდ ვინ გააჩერებდა უტვინო ბოჩკავ. გ ა უ შ ვ ი ი თ!
16:52 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლილე
დღე და ღამე წიგნებს ვკითხულობდიო ქალბატონმა გუგულმა ბრძანა, ნეტა რომელი ავტორების წიგნებს კითხულობდა ასე უგზოუკლოდ რომ განათლდა? რომ დაცინის საზოგადოებას თვითონ რომ ვერ ხვდება გასაგებია, მაგრამ ახლობელიც არავინ ჰყავს? გუგულო განვითარებულ ქვეყნებში არ არიან მარტო მსუქნები, პურის მეტს რომ ვერაფერს ჭამენ, ისინიც სუქდებიან.ყავისფერს კი არა თეთრ შაქარსაც რომ ვერ იყიდით, მერე თუ იქნებით ჭიჭკიკის ხასიათზე გნახავთ. ნუთუ გსიამოვნებთ ამდენი ტალახი, ახტალაზე ხომ არ წახვიდოდით?
15:55 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მარინე
ახლა რა უნდა ელაპარაკოამ შტერ ქალს. რა უნდა ამას პარლამენტში? ღმერთო გადავირიე. დაღუპულები ვართ აბა რა ასეთებით არის სავსე პარლამენტი...
15:40 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS