09 მაისი, 2018
"საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე მოაყოლა იდეა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.

- ქალბატონო გუგული, სოციალურ ქსელში მიგითითებენ, საკუთარ ჭარბ წონას მიხედოსო...

- ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას.

მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც
კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვჭამდი. დედაჩემი მართმევდა, ჭამის დროს წიგნის კითხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი. რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე.

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს - მეზარება.

- დიეტაზე ყოფილხართ?
- არა, 10-15 კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესად ვივლიდი. მაგრამ დიეტას იმხელა ნებისყოფა უნდა... ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ერთადერთი ვცდილობ, საღამოს გვიან არ ვჭამო.

- ტკბილი გიყვართ?
- ნამცხვრები არ მიყვარს. მაგრამ ჩაის და ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვამ. ან ჯემი ან თაფლი უნდა მივაყოლო ან შაქარი. ვცდილობ,  ყავისფერი შაქარი გამოვიყენო, რადგან ამბობენ, რომ უკეთესია.

- ტკბილეულის გაძვირებაა საჭიროო, გითქვამთ?

- ასე არ მითქვამს. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ე.წ. შაქრის გადასახადი და სხვა რეგულაციები.

- ხალხს ძალიან უჭირს და ყავისფერ შაქარს როგორ იყიდის, რომელიც საკმაოდ ძვირია?
- თუ უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია, ნუ დალევენ შაქრიანს.


ჟურნალი "სარკე"
რუსუდან ადვაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მაია
ხუმრობს?:)
15:50 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ჩვეულებრივი ბოროტი ადამიანია,საწყალ ხალხს ტკბილად ცხოვრება არ უწერია და ეს ამასაც უშლის!ღმერთმა ისე აცხოვროს ტავის საყვარელ ადამიანებთან ერთად,რომ ნატეხი შაქარი ენატრებოდეს! ეგ დროც მალე დაუდგება,გამწარდება მაგრად!
14:27 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ეს ბატი სადმე დამალეთ...
12:44 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნაია
პარლამენტიდან გავცხრილოთ ჭარბწონიანები ( თუ თევზი თავიდან კი ფუჭდება, მაგრამ ბოლოდან წმინდავენ)...ისე კვებასთან დაკავშირებული რომ არაა ყოველთვის ჭარბი წონა არ იცით ,ქალბატონო გუგული?.
12:37 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
irma
ვინაა ეს დარეხვილი. თვითონ თუ მოუნდება ტკბილი წავა და იყიდის, და ჩვენ რომ მოვინდომოთ, ვერ უნდა ვიყიდოთ?
12:10 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლია
გუგული კარგად რომ არ გიცნობდე,მეც სხვებივით ვიფიქრებდი შენზე ან ჭკვიანი მტერია ან სულელი მოყვარე,ძალიან გთხოვ ნუ გამოდიხარ და ნუ გვასწავლი ჭკუას და მეც გამიფრთხილდი, როცა მოკამათეებს ვარწმუნებ ძალიან ჭკვიანი გოგოა თქო დამცინიან და იძულებული ვარ ხმა აღარ ამოვიღო შენზე.
10:10 / 10-05-2018
გამოხმაურება / 1 /
ზურა
მეც უფრო მგონია რომ ვიღაცის დავალებით თამაშობს სულელის როლს, თუმცა არც ისაა გამორიცხული მართლა ასე აზროვნებდეს.
17:54 / 11-05-2018
თამარი
წიგნის კითხვა კარგია, მაგრამ წაკითხულიდან შინაარსის გამომტანს არ გავხართ, გუგულიჩემო. ელემენტარული და ზედაპირული ცოდნა მაინც რომ გქონდეთ, გეცოდინებოდათ, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე არაჯანსაღით. თქვენი შესაძლებლობების მქონე ადამიანი გაცილებით უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს (ეს თქვენი სირცხვილია), თორემ გაჭირვებულის სიმსუქნე რა გასაკვირია?! არასწორი და არაჯანსაღი კვების გამო ორგანიზმში ნივთიერებების ცვლის პროცესი არეულია და სწორედ ეს იწვევს ჭარბი წონის წარმოქმნას. თუმცა რას გელაპარაკები, მაინც ვერაფერს გაიგებ.
05:05 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
mai
Mashin aikrdzalos hamac Ras itvit
01:56 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინი
როგორ ადვილად ლაპარაკობს მაძღარი კუჭიი.იქნებ მიხვდე რომ ჭარბწონიანობა არა მარტო ჭამისგანაა, დესერტის არ ქონისას ხმელ პურს რომ მიირთმევენ იმანაც იქნებ იცოდეს,ან ჯანმრთელობის პრობლემებმა,ექიმის და ანალიზების შეუძლებლობამაც.
23:56 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მიხა
მდაა , მძიმედაა საქმე , ასეთები რომ კანონშემოქმედებით ორგანოში ჰყავს ქვეყანას , თან უმრავლეობაში ...
23:36 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS