09 მაისი, 2018
"საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე მოაყოლა იდეა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.

- ქალბატონო გუგული, სოციალურ ქსელში მიგითითებენ, საკუთარ ჭარბ წონას მიხედოსო...

- ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას.

მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც
კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვჭამდი. დედაჩემი მართმევდა, ჭამის დროს წიგნის კითხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი. რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე.

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს - მეზარება.

- დიეტაზე ყოფილხართ?
- არა, 10-15 კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესად ვივლიდი. მაგრამ დიეტას იმხელა ნებისყოფა უნდა... ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ერთადერთი ვცდილობ, საღამოს გვიან არ ვჭამო.

- ტკბილი გიყვართ?
- ნამცხვრები არ მიყვარს. მაგრამ ჩაის და ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვამ. ან ჯემი ან თაფლი უნდა მივაყოლო ან შაქარი. ვცდილობ,  ყავისფერი შაქარი გამოვიყენო, რადგან ამბობენ, რომ უკეთესია.

- ტკბილეულის გაძვირებაა საჭიროო, გითქვამთ?

- ასე არ მითქვამს. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ე.წ. შაქრის გადასახადი და სხვა რეგულაციები.

- ხალხს ძალიან უჭირს და ყავისფერ შაქარს როგორ იყიდის, რომელიც საკმაოდ ძვირია?
- თუ უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია, ნუ დალევენ შაქრიანს.


ჟურნალი "სარკე"
რუსუდან ადვაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
თეა
ეტყობა ჭამისას წიგნების კითხვის დროს მთელი ყურადღება მაინც საჭმელზე გქონდა გადატანილი და იმიტო არაფერი შეგივიდა მაგ თავში.
20:33 / 15-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Niania
VINMEM GAACHUMET ES QUCUNA!
18:58 / 20-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
ქალ.გუგული, სამწუხაროდ თქვენ არ გესმით ,რომ სიგამხდრე ფუფუნების შედეგია,სიმსუქნე კი სიდუხჭირის,რომლისთვისაც იაფფასიანი საკვები ზედგამოჭრილია,ამას მედიცინის ენით გესაუბრებით :(
15:29 / 12-06-2018
გამოხმაურება / 0 /
Niania
Ui am IDIOT qals kido alaparikebeen?!
04:10 / 12-06-2018
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
ქალბატონო გუგული.თქვენ რომხარ გასიებული.ისევ იმ ხალხის ფულებით ხარ გასიებული.რომელსაც ასე დაცინით თქვენი მოკლე ჭკუით.იცით ხალხს როგორ უჭირს?შეიძლება ერთეულებს აქ საშუალება.მაგრამ ზოგს ჩაი ენატრებათ
09:37 / 15-05-2018
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ამ ბატს 11 წლის ბავშვის აზროვნება აქვს.
17:12 / 14-05-2018
გამოხმაურება / 0 /
სტუმარი
აქამდე მეგონა რომ გამოსავალი კიდევ არსებობდა. უიმედო მდგომარეობაში ვართ.
19:15 / 11-05-2018
გამოხმაურება / 0 /
დიტო
უბედურო საქართველო! ვის ხელში ხარ, ვინ გმართავს?!
04:05 / 11-05-2018
გამოხმაურება / 0 /
სუზი
პარლამენტის წევრს ასეთი უაზრო ცანცარობა ეპატიება? აფრენს ეს ქალი ან სპეციალურად ყურადღების სისულეებზე გადატანას ცდილობს.
23:45 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლანა
გუგული იცი რას გეტყვი? მსუქნები იმიტომ არიან საქრტველოსჰი რომ ზირიტადად პურიტ იკვებებიან და ხელი არ მიუწვდებატ ისეტ პროდუქტებზე რომლებიც დააბალანსებს კვების რაციონს და ნივტიერებატა ცვლას დაარეგულირებს ასე რომ ხალხი უკიდურეს სიგატაკესჰი გყავტ და ისე დასცინიტ კიდე რომ არც სინდიდ~სი გაწუხებტ და არც მორალი ... დადგება სჰენი გაზევების დროც მალე
22:43 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS