05 მაისი, 2018
„არ მაინტერესებს არაფერი ჩემი შვილის გარეშე... ჩემი თავი კარიერას მივუძღვნა და შვილი გამომრჩეს, ნამდვილად არ მინდა“
რაც „იქს ფაქტორის" ახალმა სეზონმა იაღო სტარტი, დიდი ვნებათაღელვა დაიწყო. სტეფანე მღებრიშვილი „იქს ფაქტორის“ ჟიურის „სტაჟიანი“ წევრია. მასთან საუბარი მეგაპროექტით დავიწყეთ, შემდეგ კი შვილზე - ფანიზე და ზოგადად, მამა-შვილობის თემაზე გადავინაცვლეთ.

- წლევანდელი „იქს ფაქტორი“ ყველაზე კარგია და ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგადაა გაკეთებული, ოდესმე გაკეთებულთაგან შორის... ბევრად უკეთ მობილიზებული და ორგანიზებულია, სულ სხვანაირი სიმშვიდე იგრძნობა. ჟიურის თითოეულ წევრს დიდი გამოცდილება აქვს, ზოგს - ტელევიზიაში, ზოგს - მუსიკაში ან ორივეში ერთად, ჩვენ ოთხივე დიდი ხანია, „ინთერთეიმენთს“
ვემსახურებით. რაც შეეხება კონკურსანტებს, ორი

გადაცემა ვნახეთ და კიდევ ორი ქასთინგის ტურია დარჩენილი. ყოველ წელს აღარაა საინტერესო იმაზე საუბარი, როგორი კარგი კონკურსანტები გვყავს, მაგრამ ფაქტია, რომ ნიჭიერი ადამიანების ნაკადი არ ილევა, ასეთ პატარა ქვეყანას უამრავი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს.

- აღნიშნეთ, რომ წლევანდელი „ იქს ფაქტორი“, ბევრად უფრო კარგადაა გაკეთებული, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამაში რა იგულისხმება, ორგანიზების ხარვეზები, თუ სხვა პრობლემები?

- არა, არა, ხარვეზები „იქს ფაქტორს“ არასდროს არ ჰქონია, იმიტომ რომ ამ შოუს აკეთებს გუნდი, რომელიც ყველაზე გამოცდილია ამ ქვეყანაში და ალტერნატივა არ ჰყავს, ამიტომაც ვმუშაობ მათთან ასე ჩაჭიდებული, რომ ესაა ერთადერთი გუნდი ამ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს

ხარვეზები. უბრალოდ ყველა პროგრესული ადამიანი წინ მიდის და ეს ყველაფერი იხვეწება არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად. „იქს ფაქტორი“ იმ მასშტაბის შოუ არ არის, რაც „ევროვიზია“, მაგრამ რომ შევადაროთ, 80-იან წლებში ტექნიკურად როგორი იყო ეს კონკურსი და ახლა როგორია, დიდ პროგრესს ვნახავთ, იგივენაირადაა „იქს ფაქტორის“ შემთხვევაშიც. ადამიანი პროგრესული უნდა იყოს, უნდა სჯობნიდეს საკუთარ თავს, ესაა ცხოვრების არსი.

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS