1. ანუკი არეშიძე ხშირად ირგებს საკუთარი ბრენდის „ანოუკის“ ტანსაცმელს. პასტელური ფერები, ბრჭყვიალა ბისერები, ყვავილების პრინტი - ეს ელემენტები ანუკის სტილის აუცილებელი ატრიბუტებია. დიზაინერი აქტიურად მისდევს მოდის ბოლოდროინდელ ტენდეციებს, მაგალითად იცვამს ლეოპარდისპრინტიან მოსაცმელებს, „ოვერსაიზ“ ტანსაცმელს და იყენებს პლასტმასის ელემენტებს.
2. ბიძინა
3. ნინო დურგლიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეუღლეა, მას ხშირად იხილავთ ქართულ ტრადიციულ სამოსში. მსგავს სამოსს უპირატესობას ალბათ ქმრის გამო ანიჭებს. მისი მეუღლე მუდმივად ცდილობს ჩოხით გამოჩნდეს საზოგადოებაში.
4. ირაკლი არშბა რუსეთის დუმის დეპუტატის ოთარ არშბას შვილია. მისი მეუღლე თამუნა ნემსიწვერიძეა, რომელიც ვიცე მის საქართველო 2007-ია. ყოფილი მოდელის სტილი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა, ახლა ის უპირატესობას კლასიკურ, სადა სამოსს ანიჭებს.
ადრე:
ახლა:
5. თიკა ალავიძე ზაზა ფაჩულიას მეუღლეა. ზაზას წარმატების შემდეგ ხშირად შეხვდებით თიკას ფოტოებს წითელ ხალიჩაზე. კაბები, რომლებზეც თიკამ არჩევანი შეაჩერა, ყოველთვის ელეგანტურად და ორიგინალურად გამოიყურება. უმშვენიერესი თიკა, ბავშვობიდან დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა და დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი გახდა. იმის მიუხედავად, რომ თიკა მრავალშვილიანი დედაა, რომელმაც ოჯახის გამო, მოცეკვავის კარიერაზეც კი თქვა უარი, ის მუდმივად ფორმაშია.
6. პოლიტიკოს ვალერი გელაშვილის მეუღლე დანგული გელაშვილია. მისი სტილი ქალური და დახვეწილია. დანგული გელაშვილი ლიტველია და ეს მის გემოვნებაზეც მეტყვეებს.
7. ცნობილი ბიზნესმენის სოსო ფხაკაძის ცოლი თეა დარსაძეა. თეა არჩევანს აჩერებს სადა სამოსზე, რომელსაც ორიგინალური სამკაულებით მეტ ეშხს სძენს. მისი ქალიშვილი, ანი ფხაკაძეც დახვეწილი სტილით გამოირჩევა. გოგონა მუდმივად მოგზაურობს და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადგილის ლამაზ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
8. ელგა სოფია პოლიტიკოს კობა ნაყოფიას მეუღლეა. ის დიდ ყურადღებას უთმობს აქსესუარებს და უყვარს მასიური სამკაულები. ასევე ხშირად იცვამს სხვადასხვა ფერის ქურქებს.