01 თებერვალი, 2014
ცეკვებმა გიორგი ყიფშიძე ცოლს დააშორა
ამ პროექტმა უარესობისკენ შეცვალა გიორგის ნერვებიც. ეს მისთვის სტრესი იყო. რაღაცას რომ ვეკითხები, ნერვები აღარ ჰყოფნის, ცოტა აგრესიული გახდა ყიფშიძეების ბინაში რვა სული ცხოვრობს - შვიდი ადამიანი და ერთიც ძაღლი, რომელსაც ადამიანზე არანაკლებად უვლიან. ოთახი ყველას გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ აბაზანაში რიგი დგებაო, გვითხრა ინტერვიუს დრო გიორგი ყიფშიძემ.
თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მესამე ადგილი დაისაკუთრა და ყველასთვის მოულოდნელად საჩუქრად ბინა მიიღო. ეს ახალი წელი დაუვიწყარი იყო მთელი ოჯახისთვის. საჩუქრით გამოწვეულ ემოციებზე, ახალ ბინასა და
სხვა საინტერესო თემებზე გიორგი და ლენუკა ყიფშიძეებს ვესაუბრეთ.

- გიორგი, იმ ემოციებზე გვიამბე, როცა საჩუქრის შესახებ შეიტყვე.
- აფერისტმა და ნაძირალა ნოე სულაბერიძემ ფინალის დღეს, კონცერტამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რაღაც საჩუქარი ხომ უნდა გაგიკეთოთ და საგზურზე ვფიქრობთ, სად წახვალ, ალპები გირჩევნია თუ ზღვის სანაპიროო. ალპები ვარჩიე, ზამთარია მაინც-მეთქი, ვიფიქრე. შესაბამისად, შეგუებული ვიყავი იმას, რომ სადღაც მიშვებდნენ დასასვენებლად. ბოლო წუთებია, გამარჯვებულებს აჯილდოებენ და ჩემი გვარი არ ისმის. ანატოლი ბოისამ გადმომილაპარაკა, აი, ნახე, მანქანას გაჩუქებენო. გაოცებული ვუყურებდი, მანქანას ხომ მეორე ადგილს ჩუქნიან, მე რანაირად მაჩუქებენ-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს ნოე გამოვიდა და დაიწყო... გული გამისკდა, მუხლები ბამბის გამიხდა, ჩავიკეცე, პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე. ვერ ვჩერდებოდი. ვერ გავუძელი ამ ემოციას, ისტერიკაში ვიყავი.
- იმ დღეს ორჯერ იტირე, სახლში რომ მიხვედი, ლენუკამ გადაგიღო ფოტო და ''ფეისბუქზე'' გამოაქვეყნა.
- ჰო (იღიმება), ტირილ-ტირილით შევხვდი ახალ წელს.
ლენუკა:
- ვერ აგიხსნი, რა ხდებოდა ამ სახლში 31-ში ღამე. ყველა შინ ვიყავით, გიომ დაგვირეკა, მგონი, საგზურს მჩუქნიანო. ვუყურებთ, უკვე ფინალის ბოლო ნაწილია და არავინ არაფერს ამბობს. დედაჩემი ბობოქრობს, ამ ყიფშიძეებს ხომ ბედი არაფერში არ გაქვთო. ნოე რომ გამოვიდა და ბინა და ყიფშიძე გამოაცხადა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს ფრაზები. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლებზე რომ გრიალებს კორპუსი, ზუსტად ასეთი გუგუნი ატყდა გარეთ. ერთი კადრი იყო, ისეთი სასაცილო, ყველა ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდით და თან ოთახში ბოლთას ვცემდით. მამაჩემი ჩუმად იჯდა. ზურა ემოციებს იშვიათად გამოხატავს. იმ დღეს ტიროდა. ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით და ხან ოთხზე დავდიოდით (იცინის). ის ერთი საათი, ალბათ, წნევა არ მესინჯებოდა.
- გიორგი, ბინა ნახე?
- დიახ, საზეიმო ვითარებაში, ''ქრონიკის'' კამერების თანხლებით. შავი კარკასია, 80 კვადრატული მეტრი. მითხრეს, თეთრი კარკასი ჩაგბარდებაო, თვითონ უნდა გავაკეთებინო ტიხრები, პროექტის დაგეგმვა თავად შემიძლია. ბინა დიღომშია.
- მაყურებელს გაუჩნდა შეკითხვა, გქონდა თუ არა ბინა მანამდე.
- ეს არის ჩემი ბინა, ხილიანზე, სადაც ახლა ვართ, მაგრამ გვაქვს 4 ოთახი და ვცხოვრობთ 8 სული: მე, ჩემი ცოლი, შვილი, დედაჩემი, მამაჩემი, ლენუკა, მისი შვილი და ძაღლი. ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ტუალეტში რიგია (იცინის).
- ახალ ბინაში, ალბათ, მეუღლესა და შვილთან ერთად გადახვალ.
- ჯერ გადავხტე... სანამ საბუთს ხელს არ მოვაწერ, რომ ბინა ჩემია, მანამდე არ მინდა ''ჰოპლას'' თქმა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მწარედ მაქვს დაცდილი, როცა რაღაც წინასწარ მიხარია, აღმოჩნდება, რომ სულ ტყუილად. ამიტომ ვცდილობ, მაშინ გამიხარდეს, როცა ზუსტად მეცოდინება, რომ ჩემია. პროექტში სამნი რომ დავრჩით, დარწმუნებული ვიყავი, პირველი ადგილისკენ მივდიოდი. ამ დარწმუნებამ კიდევ ერთხელ დამაჯერა, რომ არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული.
- როგორ გგონია, იმ სამეულში გამარჯვებას იმსახურებდი?
- ბოლოს უკვე გამიჩნდა გამარჯვების ამბიცია.O ორივე ჩემზე ბევრად კარგად ცეკვავდა, მაგრამ ამბიცია მაინც მქონდა. ვფიქრობდი, რომ პასოდობლეთი დავიწყე და ამით უნდა დამემთავრებინა. სცენარი ლოგიკური დასასრულისკენ მიმყავდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში შესვლისას გამარჯვებაზე არ მიფიქრია. ტანგოს მუღამი მქონდა, იქამდე მინდოდა მივსულიყავი. ეს ყველაფერი აზარტული აღმოჩნდა. შოკში ვარ ცეკვასთან დაკავშირებით, ისე მომეწონა და შემიყვარდა.
- მას მერე გიცეკვია სადმე?
- მიცეკვია, გადაცემაში, საღამოებზე, მაგრამ მე მოცეკვავე არ ვარ. თუ ჯულიანა არ მიდგას გვერდით და კონკრეტული მონახაზი არ მაქვს, ვერაფერს გავხდები, დიდად ვერ აღგაფრთოვანებთ.
- რა შეცვალა ამ პროექტმა შენს ცხოვრებაში?
- სხვა თუ არაფერი, სხეულის სილუეტი შეიცვალა. ღიპი დავაგდე (იცინის). კუბიკები მაქვს უკვე. ასე სამი თვის განმავლობაში ყოველდღე 8-10 საათის განმავლობაში ჯერ არ მივარჯიშია. თეატრში პრემიერის წინ კი გვაქვს ხოლმე საგიჟეთი, მაგრამ იქ ფსიქოლოგიური დატვირთვაა, ფიზიკური - ნაკლებად. სპექტაკლში როლს თვეების განმავლობაში რომ ქმნი, აქ ერთ კვირაში ვქმნიდით. გარდა ამისა, ფასეულობები შემეცვალა ყველაფრის, მათ შორის მუშაობის მიმართ. ჯულიანა, ეს პატარა გოგონა, ისეთი მშრომელი, მიზანდასახული აღმოჩნდა, სიგარეტის მოსაწევად რომ გავდიოდი, იმისაც მრცხვენოდა, დროს რომ ვაცდენდი.
ლენუკა:
- ამ პროექტმა უარესობისკენ შეცვალა გიორგის ნერვებიც. ეს მისთვის სტრესი იყო. რაღაცას რომ ვეკითხები, ნერვები აღარ ჰყოფნის, ცოტა აგრესიული გახდა.
- გიორგი, აქტიურად გედგა მხარში მთელი ოჯახი, ვის გამოარჩევდი ამ მხრივ?
- აი ამას, ამ ''მანიაჩკას'' (ლენუკას გულისხმობს - ავტ.), ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეეძლო. ჩემი ფანკლუბი შექმნა, ტერორისტული აქტები მოაწყო, ინტერნეტი ააფეთქა, ყველგან ჩემი ფოტო იდო.
- მე ის ფოტო დამამახსოვრდა, გამოვარდნის დღეს, ცირკის სცენაზე გადაღებული აუტსაიდერობის დროს, წარწერით, ამ სახეს არ გაპატიებთ არავისო. ვის ემუქრებოდა, ხომ არ იცი?
- (იცინიან) ყველას, სრულიად დედამიწას. ჯიჰადი გამოუცხადა დედამიწას.
ლენუკა:
- რა სისულელეა, არა, ხალხისთვის არაფერი მიკადრებია, პირიქით, მათი მადლიერი ვიყავი. კონკრეტულად არავისზე არ ვიყავი გაბრაზებული, უბრალოდ, იმ მომენტში ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. ეიფორიაში ვიყავი. ისეთი სახე ჰქონდა, გავგიჟდი.
გიორგი:
- უეჭველი ნოეს ემუქრებოდა (იცინის).
ლენუკა:
- არა, უბრალოდ, ყველა გულდაწყვეტილი ვიყავით. აგრესიულებიც კი. დედაჩემი აგრესიული აქამდე არც მინახავს. ის სამი თვე ერთი კონცერტი არ გამომიტოვებია, მის ამბებში თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი. ყველა კონცერტზე ისე ვნერვიულობდი, დამაწყნარებლებს ვსვამდი. გიორგის მეუღლე, ანიც ცუდად გაგვიხდა ერთ კონცერტზე. აუტსაიდერებში იდგა გიორგი და... ანიც ძალიან ემოციურია, ვუნიავებდი, ისე ცუდად გახდა.
უბრალოდ, იმ მომენტში ყველაფერზე გაბრაზებული ვიყავი. ალბათ, გამიგებს მკითხველი. აბსოლუტურად სხვა კუთხით დავინახე ჩემი ძმა, თითქოს თავიდან გავიცანი. გიორგი, რომელიც დილის 8 საათზე დგება, არ აგვიანებს რეპეტიციაზე, ფიქრობს, რა ჭამოს, რომ ვარჯიშში ხელი არ შეეშალოს, მანამდე არ მენახა. მიუხედავად ამისა, არასდროს უთქვამს, მე ეს პროექტი უნდა მოვიგოო. სხვა მიზანი ჰქონდა, მოსწონდა ეს ყველაფერი და უნდოდა დაემტკიცებინა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, რომ ცეკვა შეეძლო. ჩავარდნები ყველას ჰქონდა იქ, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გიო ასე იცეკვებდა. რომ გამოვარდა, ის დღე ძალიან ცუდად მახსენდება. რომ დავინახე, ნატალია ტიროდა, წავედით-მეთქი, ვთქვი და მთელი სამეგობრო გამომყვა. იქ ვეღარ გავჩერდი.
- შენთვის არ შემოუთავაზებიათ ამ პროექტში მონაწილეობა?
- წინა სეზონზე დამირეკეს, მაგრამ მერე რატომღაც აღარ შემეხმიანნენ. მე ბავშვობიდან ვცეკვავ, ვგიჟდები ცეკვაზე. გიოს ცეკვებს რომ ვუყურებდი, ვგრძნობდი ყველაფერს, ყველა მოძრაობას, შეცდომას. რომ გამეგრძელებინა ბალეტის ცეკვა, დღეს ალბათ ცეკვებს დავდგამდი.
- როგორი ძმაა გიორგი?
- ვძმაკაცობთ. ''სად მიდიხარ'' და ''როდის მოხვალ'' არ სჭირს. ეგ რომ მკითხოს, იცის, რომ ვეჩხუბები (იცინის). ერთადერთი, მაღალ ქუსლებს რომ ვიცვამ, მატერორებს, დამცინის ხოლმე, ''ძიაძია სტიოპას'' და ''ტკაჩენკოს'' მეძახის. ზოგჯერ მეც მინდა ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, რა მოხდა მერე, ქალი ვარ, სულ კედებით დავდივარ ისედაც. შურს, თვითონ კიკოა და მასზე მაღალი რომ ვარ, არ სიამოვნებს (იცინიან).
- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გიორგის პერსონაჟის მსგავსი ბიჭები მოგწონს?
- ეგ ასაკი ყველა გოგოს აქვს, ქუჩის, ე.წ. ძველი ბიჭები რომ მოსწონთ. მეც მქონდა, მაგრამ დგება დრო და ხვდები, რომ მანდ არ უნდა გაჩერდე, ბევრი სხვა საინტერესო ხდება ქვეყანაზე.
- შენთვის როგორი მამაკაცია საინტერესო?
- პირველ რიგში, იუმორი უნდა ჰქონდეს, საინტერესო უნდა იყოს. გარეგნობაც უნდა უწყობდეს ხელს. თუმცა, შეიძლება, სულ არ იყოს გარეგნულად მაგარი ტიპი, მაგრამ იმდენად საინტერესო იყოს მასთან ურთიერთობა, ამას აღარ მიაქციო ყურადღება. მძიმე კაცები არ შემიძლია. ერთგული უნდა იყოსო, ვერ ვიტყვი. კაცი ვერასდროს იქნება ისეთი ერთგული, როგორიც ქალს უნდა. გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ერთეულები... ეტყობა, არ შემხვდა ისეთი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდებოდა. რაღაცები იყო, მაგრამ ახლა პირადზე ნუ მალაპარაკებთ, გაბრაზებული ვარ.
- შეყვარებული ხარ დღეს?
- (ფიქრობს) აღარ. ვფიქრობ, ჩემი სიყვარულის ღირსი არ იყო.
- გიორგისთან ვძმაკაცობო, მითხარი. თაყვანისმცემლებზეც უყვები?
- კი, გიორგიმ ყოველთვის ყველაფერი იცის. ერთხელ ჩემ გამო ცუდ ამბავშიც გაეხვია, რაც საკუთარი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია. ცუდად მახსენდება.
- გიორგი, ცოლ-შვილი სად გყავს? აქ ვერ ვხედავ.
- ახლა ველაპარაკე ტელეფონით. დედამისთან არიან. ამ ცეკვების გადამკიდე, ოჯახს ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას და ანა დედასთან წავიდა.
- ცეკვები დიდი ხანია დამთავრდა. აქ დაბრუნდება თუ პირდაპირ ახალ სახლში გადახვალთ ერთად?
- რას ლაპარაკობ, სანამ ის სახლი გარემონტდება და მოეწყობა, მანამდე თუ ცალ-ცალკე ვიცხოვრეთ, მაშინ პირდაპირ გავშორდებით ერთმანეთს (იცინის).
- ლენუკამ მითხრა, ძაღლი და ბავშვი ვერ თანხმდებიანო.
- იმიტომ, რომ სამი თვეა, ჩემი შვილი აქ არ ყოფილა და ძაღლი ვეღარ ცნობს. საერთოდ, ძაღლები პატარა ბავშვებზე ეჭვიანობენ, ფიქრობენ, რომ მათ სიყვარულს პატარას უნაწილებ.
- ასე ცალ-ცალკე ცხოვრება არ გიჭირთ ცოლ-ქმარს?
- გვიჭირს. ნახე, როგორ გვიჭირს, შავებით დავდივარ (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ჰაჰაა
თვითონ კიკოა და მასზე მაღალი რომ ვარ, არ სიამოვნებს რამდენი ვიცინე :D არა ეს პატარა ტანის ვის გამოემგვანა როცა და მარალია? დედა ყავს დაბალი ალბატ, ბიჭები სიმაღლეში დედესბ ემგჰვანებიან საერტოდ უმეტსად
20:13 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
რა სულელური სათაური აქვს ამ სასიხარულო ინტერვიუს.გილოცავ გიორგი და ძალიან მიხარია.ზურას შვილი,ლენას შვილიშვილი ბევრს გავალებს მაგრამ არც შენ ხარ ნაკლები შენი კაცობით,გაიხარე.
17:17 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარი
ავტორს: ეს სიტყვა დააშორა ბრჭყალებში მაინც დაგეწერათ, თორემ სათაური ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მართლაც დაშორდნენ.
16:57 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარი
გიორგი ერთ ერთი გამორჩეული მსახიობია. მე დიდი ინტერესით ვკითხულობ ყველა მასალას, რომელიც მას ეხება. წარმატებებს და ბედნიერებას ვუსურვებ.
16:53 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ვტვლი რო დამსახურეული სავჰუქარი მიიგო გიორგიმ გმრტმა მსჰვიდომასჰი მოახმაროს უდაოდ ნიჭიერი ბიჭიაააააა
16:46 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
მიყვარხართ მთელი ოჯახი,განსაკუთრებით ბატონი ზურაბი!
15:48 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყიფშიძეებო გაიხარეთ.კარგები რომ ხართ დაამტკიცეთ.სიკეთეში და მშვიდობაში მოიხმარეთ ყველა ახალი შენაძენი,გიო შენ იმსახურებ ამას.
15:34 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ძალიან გამიხარდა გიორგის ბინით დასაჩუქრება... კიდევ ერთხელ ვულოცავ... გაიხარეთ მთელმა ოჯახმა..
15:21 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარია
გამიხარდა ძალიან თქვენი სიურპრიზ-საჩუქარი! ღმერთმა გახარებული გამყოფოთ... საყვარელი და კარგი ადამიანები!
15:08 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
გილოცავტ. ზალიან მიყვარხარტ.
14:23 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS