ცოტა ხნის წინ, სენატში, ყველაზე პოპულარული ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელ, მარკ ცუკერბერგს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთება მისთვის არასასურველ თემაზე - 87 მილიონი მომხარებლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვაზე, რომელმაც კომპანიის რეპუტაცია მკვეთრად შეარყია. თუმცა, ცუკერბერგმა საკუთარი გამოსვლით შეძლო და მომხმარებელი და ინვესტორები პოზიტიურად განაწყო, სულ რამდენიმე საათში კი კაპიტალიზაციის მოცულობა $19 მლრდ-ით გაიზარდა. ფაქტია, რომ Facebook-ი პოზიციებს არ თმობს და არც მის გარეშე დარჩენის საშიშროება დგას.
საქართველოში Facebook-ი, როგორც სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით პოპულარული 2009-2010 წლებიდან გახდა, მას
შემდეგ ყოველდღიურად მომხმარებელთა რაოდენობა იმატებს. ცნობილი ქართველი სახეებიც უკვე წლებია, რაც Facebook-ში აქტიურობენ, განსაკუთრებით კი რამდენიმე მათგანის გამოყოფა შეიძლება, რომლებიც დაინტერესებულ პირებს პოსტებით ანებივრებენ. თვალი გადავავლოთ, ვინ დააკლდებოდა ქართულ სოციალურ სივრცეს, რომ არა Facebook-ი.
ირაკლი გაფრინდაშვილი
ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი სოციალური ქსელის ერთგული მეგობარია, სწორედ ამიტომ მას უამრავი Facebook მეგობარი ჰყავს. მისი სახალისო პოსტები უამრავ მოწონებას და გამოხმაურებას იმსახურებს.
განაგრძეთ კითხვა: