27 აპრილი, 2018
7 ქართველი ლამაზმანი, რომლებიც "ინსტაგრამში" სუპერ-პოპულარულები არიან
სოციალურ ქსელებში პოპულარობის მოპოვება მარტივია. ერთი პოსტი ან ერთი ფოტო შესაძლოა ათი ათასობით ადამიანმა ნახოს, მოიწონოს და გააზიაროს. ბოლო პერიოდში, ქართველმა "სელებრითებმა" ფეისბუქიდან "ინსტაგრამში" აქტიურად გადაინაცვლეს და სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერს აგროვებენ. 

წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ ლამაზმანებს, რომლებიც რეკორდულად მცირე დროში ინსტაგრამის ვარსკვლავები გახდნენ და ასი ათასზე მეტი "ფოლოვერი" დააგროვეს. უფრო მეტიც, ბევრი მათგანისთვის "ინსტაგრამი" შემოსავლის წყაროდაც კი იქცა...

ქეთა თოფურია

"ინსტაგრამში" ქართველ ვარსკვლავებს შორის რეკორდსმენი А Студио-ს სოლისტია - ქეთას 1 900 000 მიმდევარი ჰყავს.
მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ფოტოებს მუსიკალური კლიპების გადასაღები მოედნიდან, ასევე ოჯახურ ვიდეოებს, რომლის მთავარი გმირი, მისი პატარა ქალიშვილი ოლივია გეიხმანია. ქეთა თოფურიას ხშირად აქვს ლაივ-ჩართვებიც, სადაც მისთვის დამახასიათებელი სითამამით პასუხობს თაყვანისმცემლების შეკითხვებს.



მირანდა შელია

ფოტომოდელი მიმი შელია საქართველოში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიასთან იქორწინა. წყვილის ოჯახი მალე დაინგრა და რუსეთში გაზრდილი მიმი საცხოვრებლად კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. თავდაპირველად "ინსტაგრამზე" ისე დარეგისტრირდა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ეს სოციალური ქსელი დიდ წარმატებას მოუტანდა, მაგრამ მისმა გარეგნობამ ინტერნეტ-სამყარო მოხიბლა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მირანდას ინსტაგრამს ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მან აიყვანა პირადი აგენტი, რომელიც კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქართველი ლამაზმანი თვის მანძილზე დაახლოებით 20 სარეკლამო პოსტს აზიარებს.





თამთა გოდუაძე

მომღერალი თამთა გოდუაძე წლების წინ ემიგრაციაში წავიდა და ახლა საბერძნეთში ნომერ პირველი მომღერალია. გოდუაძე ინსტაგრამზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა და შესაბამისად, სოციალურ ქსელში 168 000 "ფოლოუერი" ჰყავს. მომღერალი თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს ლამაზი ფოტოებით, ხოლო ინსტაგრამ-სთორების საშუალებით, მისი პროექტების კულისებიდან ლაივებს ხშირად რთავს.





თამუნა წიკლაური

რუსეთში მცხოვრებ ქართველ დიზაინერს თამუნა წიკლაურს, რომელიც მოდური ბრენდის Simplify-ის დამფუძნებელია, საქართველოში ნაკლებად იცნობენ. თუმცა, ის ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავია და არა ერთხელ მოხვდა ისეთი პოპულარული გამოცემის ყურადღების ცენტრში, როგორიც არის "Vogue". ლამაზმანი, ჭკვიანი, დედა, დიზაინერი - ასე აფასებენ მას მოდური რუსული გამოცემები. თამუნა წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ოჯახს და კარიერას - ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი. დიზაინერს ინსტაგრამზე ჰყავს 254 ათასი გამომწერი, რომელთაც მოდის თანამედროვე ტენდენციებზე უზიარებს ფოტოებს. იხილეთ ვრცლად:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS