24 აპრილი, 2018
"არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ" - მამა პეტრე აქციებს აანონსებს
მამა პეტრემ სოციალურ ქსელში დღეს სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. „SOS!..
ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად... ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ... თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი ,,ფეისკონტროლის" გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ...

17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“ - რამ გამოიწვია მამა პეტრეს აღშფოთება, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ სასულიერო პირს დაუკავშირდა.

- სასულიერო პირი ვარ, ასეც რომ არ იყოს და აღსარებებს არ ვიბარებდე, მყავს 6
შვილი, რომლებიც თინეიჯერები არიან, თავისი ასაკის სხვა თინეიჯერებთან აქვთ ურთიერთობა და შესაბამისად, მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, სად რა ხდება. ბავშვები მუსიკის მოსასმენად სხვადასხვა ადგილზე დადიან, ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ვაკონტროლო ისინი. ახლა რთული ასაკი აქვთ, თავიანთ თავთან არიან წინააღმდეგობაში და განსაკუთრებით საჭიროა ყურადღება. თბილისში არის კლუბები, სადაც არავინ აკონტროლებს, ვინ შედის და როგორ ერთობა, რა იყიდება, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება.

- კონკრეტულად გვიამბეთ, რა მოხდა...
- ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, შენი შვილის მეგობრები კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან და ისეთ მდგომარეობაში არიან, გვეშინია ეს გართობა ფატალურად არ დასრულდესო. მოვედი სახლში და ბავშვებს ვკითხე, მათი ის მეგობრები იღებდნენ თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ მომატყუეს, შეეშინდათ... როცა ამას მივხვდი, მკაცრად დაველაპარაკე შვილებს და აღმოჩნდა, რომ თბილისში არის კლუბები, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს თავისუფლად ყიდიან და არასრულწლოვან ბავშვებს უშვებენ კლუბში. ამაზე მქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია, ჯერჯერობით გაფრთხილებას ვაძლევ იმ კლუბის ხელმძღვანელობას და ამ პრობლემის გადაჭრა დროულად თუ არ მოხდება, პირობას ვდებ, მრევლთან ერთად აქციებს გავმართავ ამ კლუბთან. არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ.

- თქვენს შვილებს როგორ იცავთ მსგავსი საფრთხეებისგან?
- ჩემი შვილები მე თვითონ დამყავს სკოლაში, მასწავლებლებთან, მეგობრებთან და ა.შ. მაგრამ ისეთი გარყვნილი და გათახსირებულია ჩვენი გარემო, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება და აუცილებლად გავილაშქრებ ამის წინააღმდეგ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მარიამი
კომუნისტური ეპოქა ჩაანაცვლა ნეოკომუნისტურმა ეპოქამ,კომუნისტები თუ უშუალოდ ღმერთს ებრძოდნენ,ნეოკომუნისტები ღმერთის მცნებებს ებრძვიან:სიწმინდეს,სიმართლეს,პატიოსნებას და ყოველივე ღვთიურს.კომუნისტობაც და ნეოკომუნისტობაც ერთიდაიგივე შედეგის მომტანია–უღმერთობის,აქედან მოდის ყოველგვარი საშინელება,სიგლახე.ჩვენ გვინდა თუ არა ღმერთი ნამდვილად არსებობს და სამართლიანად განგვსჯის და დაგვსჯის,მაგრამ ამავე დროს ღმერთი მოყვარული, მოწყალე მამაა და შეგვინდობს შეცოდებებს თუ მოვინანიებთ და მთელი ძალ–ღონით ვეცდებით,რომ აღარ შევცოდოთ.ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა სახარებისეული,ღვთისნიერი განათლების მიღება სახარების,ბიბლიის მუდმივი კითხვით,რომელიც წმენდს ადამიანს:"განწმინდე ისინი ჭეშმარიტებიტ,შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა",ეს სიტყვა არის ბიბლია.
12:36 / 02-05-2018
გამოხმაურება / 0 /
კატო
დააანონსეთ თარიღი, სოლიდარობას გიცხადებთ
11:59 / 02-05-2018
გამოხმაურება / 0 /
Natia
Mere yvela ertad imoqmedet ...chveni momavali chveni shvilebia
09:58 / 02-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ბასიანი ეს კლუბი დასახურია, ნარკოტიკებით იზიდავენ ახალგაზრდობას, ხელს უწყობენ ერის გადაგვარებას
16:21 / 28-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნია
აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება, კლუბებმა გადააგვარა ბევრი ახალგაზრდა, ყრვნის მომავალ თაობას, სოლიდარობას უცხადებთ მამა პეტრეს აღშფოთებას
16:16 / 28-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS