ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად... ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ... თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი ,,ფეისკონტროლის" გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ...
17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“ - რამ გამოიწვია მამა პეტრეს აღშფოთება, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ სასულიერო პირს დაუკავშირდა.
- სასულიერო პირი ვარ, ასეც რომ არ იყოს და აღსარებებს არ ვიბარებდე, მყავს 6
- კონკრეტულად გვიამბეთ, რა მოხდა...
- ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, შენი შვილის მეგობრები კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან და ისეთ მდგომარეობაში არიან, გვეშინია ეს გართობა ფატალურად არ დასრულდესო. მოვედი სახლში და ბავშვებს ვკითხე, მათი ის მეგობრები იღებდნენ თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ მომატყუეს, შეეშინდათ... როცა ამას მივხვდი, მკაცრად დაველაპარაკე შვილებს და აღმოჩნდა, რომ თბილისში არის კლუბები, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს თავისუფლად ყიდიან და არასრულწლოვან ბავშვებს უშვებენ კლუბში. ამაზე მქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია, ჯერჯერობით გაფრთხილებას ვაძლევ იმ კლუბის ხელმძღვანელობას და ამ პრობლემის გადაჭრა დროულად თუ არ მოხდება, პირობას ვდებ, მრევლთან ერთად აქციებს გავმართავ ამ კლუბთან. არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ.
- თქვენს შვილებს როგორ იცავთ მსგავსი საფრთხეებისგან?
- ჩემი შვილები მე თვითონ დამყავს სკოლაში, მასწავლებლებთან, მეგობრებთან და ა.შ. მაგრამ ისეთი გარყვნილი და გათახსირებულია ჩვენი გარემო, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება და აუცილებლად გავილაშქრებ ამის წინააღმდეგ.