22 აპრილი, 2018
"მე არ გატკენ გულს, მე მოვალ შენთან გპირდები" - რას წერს გარდაცვლილი მესაზღვრის საცოლე სოციალურ ქსელში
ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

ახალგაზრდა მესაზღვრემ გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

ჯემალ ფარნაოზი დანიშნული იყო და მის საცოლეზე ლანაზე უზომოდ იყო შეყვარებული, რაც მისი სოციალური ქსელიდან კარგად ჩანს.

გარდაცვლილი მესაზღვრის საცოლემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა: "ჩემო სიყვარულო, ხომ მპირდებოდი გულს არ გატკენო. რატომ გამანადგურე? ცრემლებიც აღარ მაქვს დასატირებლად. მიყვარხარ და სულ ასე იქნება. ვიცი მელოდები. მე არ გატკენ
გულს, მე მოვალ შენთან გპირდები
", - წერს გარდაცვლილი მესაზღვრის საცოლე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS