ლიკა ბაქრაძე:
- მამაჩემს შეწყალება ნათია გობაძემ დაუწერა, მამა ამბობდა, ნათია ციხეშიც მაკითხავდა და ფულებსაც მიგზავნიდა, მაგრამ არ უნდა, თაკომ გაიგოსო. მერე ხელიც მოუწერიათ, ნათია ამას მალავდა შვილებთან, რადგან ისინი წინააღმდეგი იყვნენ და
თურმე ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. ტრაგედიის
- ამბობენ, რომ სახლში ჩასაფრებული იყო...
- თუ ჩასაფრებული იყო შეიძლება იმიტომ, რომ აეხსნა ნათიას შვილებისთვის, ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ყოფნა გვინდაო, ეს წესით იყო ნათიას გასაკეთებელი, მაგრამ არ გააკეთა. საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც, სავარაუდოდ, ამიტომ მოაწერეს. მამას რაღაც გეგმები ჰქონდა. უნდოდა, რუსეთის ვიზა გაეკეთებინა. მამიდაჩემი საზღვარგარეთ არის და მას ელაპარაკა მამაჩემი, რომ ერთად უნდოდათ მას და ნათიას წასვლა საზღვარგარეთ...
- როდიდან დაიძაბა თაკოს და მამათქვენს შორის ურთიერთობა?
- ნათია და მამაჩემი 2004 წლიდან ერთად იყვნენ, როცა გაიგო თაკომ ეს ამბავი, იმ დროიდან გააპროტესტა. თაკოს არ უნდოდა მისი დედის გვერდზე ვინმე რომ ყოფილიყო, მე ვიყავი მაშინ 16 წლის, თაკო უფრო პატარა. მამაჩემმა და ნათიამ ერთმანეთი რესტორანში გაიცნეს, სადაც ერთად მუშაობდნენ და მას მერე ერთად იყვნენ. მე ნათიას შვილებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ღამეც ვრჩებოდი. ახლა სასამართლო პროცესზე ვუყურებდი მამაჩემს, მას კარგად ვიცნობ და ვხედავ, როგორ განიცდის. ვინც ამ დარბაზში იჯდა, ის არის მამაჩემი, და არა ის, რომელმაც თაკო მოკლა. ფაქტია, რაღაცამ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე და ამ მიზეზის დადგენა მინდა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვი ამაზე პასუხს. დამნაშავე არის მამაჩემი და უნდა დაისაჯოს, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა გავიგოთ. ძალიან მშვიდი ადამიანი იყო, სულ ჩემს დაქალებთანაც იყო, რატომ გამოყავთ ასეთი "უჟასი", როცა თვითონ იციან, რომ ის ასეთი არ არის.
- არც თქვენ გინდოდათ მათი ერთად ყოფნა?
- იმ ამბების მერე, რაც მოხდა მაშინ, გინდ დედის გინდ მამის მხრიდან რომელ შვილს ესიამოვნებოდა მათი ერთად ყოფნა? არავის. ეს კარგად იცოდნენ და აპირებდნენ ამიტომ წასვლას, მაგრამ გახმაურდა. ყველაზე მეტად მაინტერესებს, რამ გადაუკეტა მამაჩემს ტვინი და რატომ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული.
- ბათუმში რომ ქვით თავი გაუტეხა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი?
- მიზეზი ეჭვიანობა იყო და ამის საფუძველი ჰქონდა. მაშინ არ დაუკავებიათ მამაჩემი, მაგრამ მერე მის მეგობარს მოუხდა ავარია, დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს და ეს ძველი საქმეც გაუხსენეს და გაასამართლეს. იხილეთ სრულად